მარიამ საჯაია
მარიამ საჯაია (დ. 15 მარტი, 1991, თბილისი[1]) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
მარიამ საჯაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მარტი, 1991 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | კავკასიის უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დედა | ნაზი არონია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1991 წლის 15 მარტს. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010 წელს დაიწყო მუშაობა ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა დაცვა და 21-ე საუკუნე“. 2012 წელს მუშაობდა სპეციალისტად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
ამ პერიოდში ის იყო 4 საპრალამენტო კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. 2015-2016 წლებში იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2012-2015 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2016 წლებში — საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2016 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე — სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მარიამ საჯაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მარიამ საჯაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)