მარიამ თაბორიძე
მარიამ თაბორიძე (დ. 27 იანვარი, 1922, დუშეთი, — გ. 21 მაისი, 2008) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1945) და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნიერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (1944).
1961–1975 წლებში მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში უფროს-მეცნიერ თანამშრომლად. 1975 წლიდან იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკათა კათედრის პროფესორი. მარიამ თაბორიძე იკვლევდა ლიტერატურული სწავლების პრობლემებს, წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების საკითხებს. დაამუშავა ესთეტიკური აღზრდის მეთოდური სისტემა. არის 111 შრომის, მეთოდური მითითებების, სტატიების ავტორი ლიტერატურის სწავლებისა და ესთეტიკური აღზრდის პრობლემებზე.
სადისერტაციო თემა — დაიცვა 1975 წელს „მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ლიტერატურის სწავლებისას“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- პედაგოგიური განათლების აკადემია, წევრი
ჯილდოები
რედაქტირება- 2000 — ღირსების ორდენი
- 1990 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1983 — იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ვეფხისტყაოსნის ლიტერატურულ - ესთეტიკური ანალიზი სკოლაში (ავტორი), თბ., მეცნიერება, 2000, გვ. 368 — ISBN: 99928-35-01-X
- ქართული ლიტერატურის პროგრამა : ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9-11 კლასებისათვის (ავტორი), თბ., განათლება, 1989, გვ. 40
- ესთეტიკური აღზრდის პრობლემები ლიტერატურის სწავლებისას : VII-X კლასებში (ავტორი), თბ., განათლება, 1985, გვ. 196
- ქართული ლიტერატურა : საღამოს (ცვლის) და დაუსწრებელი სკოლის მე-9 კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი). თბ., განათლება, 1984, გვ. 139
- საუბარი ხელოვნებაზე (ავტორი), თბ., ხელოვნება, 1977, გვ. 33
- ქართული ლიტერატურა : ფაკულტატიური კურსის სახელმძღვანელო VIII კლ-თვის (ავტორი), თბ., განათლება, 1975, გვ. 344
- მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ლიტერატურის სწავლებისას : VIII-X კლასები (ავტორი), თბ., განათლება, 1972, გვ. 279
- სასკოლო წერითი თხზულება და მისი სწავლების საკითხები უფროს კლასებში : ქართული ენისა და ლიტერატურის მაგალითზე (ავტორი), თბ., განათლება, 1967, გვ. 126
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.416;
- წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, — გვ. 36