მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1918, წრომი — გ. 1998) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1936 წელს დაამთავრა თბილისის მეორე სამედიცინო ტექნიკუმი. 1941 წელს თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი.

1941–1943 წლებში მუშაობდა ჭიათურის პოლიკლინიკაში ექიმ–სტომატოლოგად. 1943 წლიდან მსახურობდა 2019–ე სპეციალიზებულ საველე ევაკოჰოსპიტალში ყბა–სახის ქირურგად ვოლხოვის, ლენინგრადის, ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის ფრონტებზე. 1946–1947 წლებში დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად, ქირურგად. 1947–1951 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტურაში, არის რესპუბლიკური სტომატოლოგიური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. 1953–1985 წლებში იყო სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. 1962 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1970 წლიდან კი დოცენტი. 1979 წელს დაინიშნა ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის გამგეთ. 1984 წლის 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბჭოს სხდომაზე როგორც გამონაკლისს, მიენიჭა პროფესორის წოდება. ა

1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კბილებისა და ყბების ძვლების სტრუქტურის მდგომარეობა სხივური ზემოქმედების პირობებში.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ.,. 2000 გვ. 80
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2001 გვ. 54

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • კბილებისა და ყბების ძვლების სტრუქტურის მდგომარეობა სხივური ენერგიის ზემოქმედების პირობებში - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966 გვ. 57

ჯილდოები რედაქტირება

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
  • მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ.,. 2000 გვ. 80
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2001 გვ. 54

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება