მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი
მარიამ სიმონის ასული ბაქრაძე-დედაბრიშვილი (ფსევდონიმი: დედაბერი. დ. 1869, თბილისი ― გ. 1942, იქვე) ― ქართველი ექიმი და ლიტერატორი, შიო არაგვისპირელის მეუღლე. საქართველოს დამსახურებული ექიმი (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1898).
ბიოგრაფია
რედაქტირება1897 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1898 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პარიზში დაიცვა დისერტაცია თემაზე „საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა“. 2 წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულების კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში. 1901 წლიდან მუშაობდა თბილისში ქალაქის I საავადმყოფოში. 1908-1938 წლებში იყო საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე.
სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მთელი რიგი მისი საბავშვო მოთხრობებისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე-დედაბრიშვილი მარიამ სიმონის ასული.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 376, თბილისი, 1997
- შენგელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 241.