მართვის მოწმობა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მართვის მოწმობა}} |
მართვის მოწმობა — დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას.
მართვის მოწმობის სახეები
რედაქტირებაარსებობს მართვის მოწმობის 5 სახე, კატეგორია: “A”, “B”, “C”, “D”, “E”
საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობა
რედაქტირებასტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობა გაიცემა საქართველოს შსს სამინისტროს მიერ. მის ასაღებად საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს:
- თეორიული გამოცდა
- პრაქტიკული გამოცდა.
მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი. ტესტი შედგება სამი ილუსტრირებული კითხვისაგან. თითოეული ტესტის კითხვა მოიცავს ოთხ სავარაუდო პასუხს, რომლიდანაც სწორია მხოლოდ ერთი. მძღოლობის კანდიდატს ევალება სავარაუდო პასუხებიდან ამოირჩიოს სწორი პასუხები. ფერთა აღქმის ტესტის დადებითი შეფასების მისაღებად საჭიროა 10 წუთის განმავლობაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.
თუ მოქალაქემ აღნიშნული ფერთა აღქმის ტესტი ვერ ჩააბარა, მან უნდა წარადგინოს სამედიცინო ცნობა ფორმა 100, ე.წ. "ფსიქო".
თეორიული გამოცდა შედგება 30 კითხვისგან, აქედან აუცილებელია 27 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. ამ გამოცდისთვის დათმობილია 30 წთ.
პრაქტიკული გამოცდა ტარდება ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე, რომელიც არის იზოლირებული და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი მყარსაფარიანი ტერიტორია. ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული გამოცდების ჩასატარებლად, გააჩნია 6 ელემენტი, რომელთა სწორად გაკეთების შემთხვევაში გამოცდა ითვლება ჩაბარებულად. ეს ელემენტებია:
- ბოქსი ”უკუსვლით შესვლისათვის"
- ზიგზაგი
- საგაბარიტო შესვლა
- რვიანი
- აღმართი
- პარკირება