მარგალიტი (კრებული)

ტერმინს „მარგალიტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მარგალიტი (მრავალმნიშვნელოვანი).

„მარგალიტი“ — დაახლოებით XVI საუკუნის ქართული აპოკრიფული კრებული. შეიცავს ე. წ. „სასულიერო სწავლანს“, რომლებიც გამოკრებილია ძირითადად იოანე ოქროპირის ამავე სახელწოდების კრებულისა და ბიბლიური წიგნებისაგან. „მარგალიტის“ უძველესი ნუსხა (ხელნაწერი — A 1736) XVI საუკუნით თარიღდება, დანარჩენი ხელნაწერები XVIII–XIX საუკუნეებისაა. მასში კითხვა-მიგების სახით გადმოცემულია მოთხრობები ძველი და ახალი აღთქმიდან, წმ. მამათა სწავლანი ქრისტიანული მორალისა და ეთიკის საკითხებზე; განმარტებულია ბიბლიისცალკეული ადგილები და სხვა.

„მარგალიტს“ თავისი დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სახელმძღვანელოს დანიშნულებაც უნდა ჰქონოდა. ამაზე მიგვანიშნებს სასაუბრო ქართულთან დაახლოებული მისი ენა, აგრეთვე ინტერესი ისეთი პრობლემებისადმი, როგორიცაა დედამიწაზე ეროვნებათა რაოდენობის საკითხი და სხვა. კრებულის შემდგენელი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია) / ქრ. შარაშიძის გამოცემა, ტ. 3, თბ., 1948.