მანზალა
მანზალა, მენზალა (არაბ. بحيرة المنزلة; ძველად — ტანისი) — დიდი მარილიანი ტბა ან ლაგუნა ჩრდილოეთ ეგვიპტეში. მოქცეულია მდინარე ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დუმიატის ტოტსა და სუეცის არხს შორის.[1] შეერთებულია ხმელთაშუა ზღვასთან. მცირეწყლიანია. ფართობი დაახლოებით 1360 კმ². გადაჭიმულია 47 კმ-ზე, სიგანე 30 კმ. მანზალის აღმოსავლეთ ნაწილში გადის სუეცის არხი, დასავლეთით ქალაქებს დუმიატსა და ელ-მატარიას შორის, — მანზალის არხი, რომლის სიგრძე დაახლოებით 35 კმ აღწევს. განვითარებულია თევზჭერა.[1]
მანზალა | |
---|---|
კოორდინატები: 31°16′ ჩ. გ. 32°12′ ა. გ. / 31.267° ჩ. გ. 32.200° ა. გ. | |
მდებარეობა | ეგვიპტე |
სიგრძე | 47 კმ |
სიგანე | 30 კმ |
ფართობი | 1360 კმ² |