მანანა (პოეტი)

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანანა.

მანანა — XVIII საუკუნის ქართველი პოეტი ქალი. დაიბადა სოფ. ძევერაში, გორის მახლობლად. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე ლექსი, რომლებიც ხანდაზმულობაში შეუთხზავს. მანანას პოეზიას ახასიათებს რელიგიური-მისტიკური განწყობილება, ორიგინალური თემატიკის ძიება, სკეპტიციზმი. ლექსი „შაირნი“ ეძღვნება ერეკლე II-ის სამხედრო ძლიერებასა და პიროვნულ სიდიადეს. ხალხურ პოეზიაში ვარიანრების სახით გავრცელდა მანანას გაბაასების ჟანრის ნაწარმოები „მანანასაგან ციების ბაასი“. მისი ლექსები გამართულია რესთველური 16-მარცვლიანი შაირით.

მანანა
დაბადების ადგილი ძევერა, ქართლის სამეფო
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  საქართველო
პერიოდი XVIII საუკუნე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ასათიანი ლ., ძველი საქართველოს პოეტი ქალები. გამოკვლევა და ტექსტები, თბ., 1936;