მანანა ტაბიძე
მანანა ტაბიძე (დ. 25 სექტემბერი, 1953, ტებერდა) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი და პედაგოგი.
მანანა ტაბიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1953 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1978-1986 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების უნივერსიტეტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1994 წლებში — ამავე უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2003 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003 წლიდან — არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების უნივერსიტეტი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; შეთავსებით, 1990 წლიდან — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორი; 2006 წლიდან — ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, დეპარტამენტის უფროსი. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ექსპერიმენტებში, ექსპედიციებში; სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1994 წელს „პარადიგმები ქართულში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2003 წელს „ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები“.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აფხაზური ენა: წარსული, აწმყო და ...: (ეკოლინგვისტური და სოციოლინგვისტური ანალიზი) (რედაქტორი), თბ., სამშობლო, 2021, გც. 444 — ISBN: 9789941977107
- სოციოლინგვისტიკა : (მასალები სალექციო კურსისათვის) (ავტორი), თბ., ქართული უნივერსიტეტი, 2015, გვ. 328 — ISBN: 9789941945717
- თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმობრივი პრობლემები (ავტორი), თბ., 2010, გვ. 136 — ISBN: 9789941027017
- ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში (რედაქტორი), თბ., უნივერსალი, 2006, გვ. 163 — ISBN: 9994061739
- ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები (ავტორი), თბ., ქართული ენა, 2005, გვ. 275 — ISBN: 9994085166
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 490;