მანანა რატიანი
მანანა რატიანი (დ. 20 მაისი, 1970, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.
მანანა რატიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მაისი, 1970 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით.
1994-1998 წლებში იყო საბავშვო ინგლისურენოვანი ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1998 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტის, შემდეგ მასწავლებლის თანამდეობბაზე; 1999-2000 წლებში იყო ყოველთვიური სასწავლო-მეთოდური გაზეთის „გეოგრაფია“ ექსპერტი; 2001 წლიდან — კათედრის სწავლული მდივანი, 2002 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს გეოგრაფია“ პასუხისმგებელი მდივანი. 2004 წლიდან გუნდთან ერთად მუშაობდა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რომელიც 2005 წელს დამტკიცდა; 2011 წელს კვლავ მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაში; 2011 წლიდან გადავიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჯერ გეოგრაფიის კონსულტანტის, 2015 წლიდან კი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ამ პერიოდში მუშაობდა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე, მასწავლებლის პროფესიის რეგულირების დოკუმენტებზე, სხვადასხვა მეთოდურ და დამხმარე ლიტერატურაზე. 2005 წლიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მმართველი კომიტეტის წევრი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; 2009-2011 წლებში კოლეგებთან ერთად იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი, ჯგუფის მიერ შეიქმნა განმანათლებლების კომპეტენციების დოკუმენტი განათლება მდგრადი განვითარებისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ არაერთ საერთაშორისო და ეროვნულ კონფერერენციაში, სამუშაო შეხვედრაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: სწავლისა და სწავლებლის თანამედროვე მიდგომები; განათლება მდგრადი განვითარებისთვის; საზოგადოებრივი გეოგრაფია; განათლების პოლიტიკა; გლობალური და ციფრული მოქალაქეობა; გამოწვევები ზოგად განათლებაში; უწყვეტი პროფესიული განვითარება და 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარება. 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული პროფესორი, 2019 წლიდან — ასოცირებული პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 2004 წელს „განათლების სისტემის გეოგრაფიული თავისებურებები, საქართველოს მაგალითზე“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- მეცნიერ-ეკოლოგთა ასოციაცია „კავკასიის ეკოსახლი“, გამგეობის წევრი (2003-)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საკლასო ოთახი: მასწავლებლის წიგნი : სახელმძღვანელო (თანაავტორი), თბ., მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრი, 2019, გვ. 208 — ISBN: 9789941815621
- მასწავლებლის წიგნი (თანაავტორი), თბ., მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015, გვ. 208 — ISBN: 9789941082214
- ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაცია : კრებული (თანაავტორი), თბ., სამოქალაქო განვითარების ინ-ტი, 2013, გვ. 182 — ISBN: 9789941050343
- ჩვენი საქართველო : V-VI კლასები : სახელმძღვ. ზოგადსაგანმანათლ. დაწესებულებების პედაგოგებისათვის : საგნობრივი პროგრამის გზამკვლევი მასწავლებელთათვის: 2011-2016 წლების ეროვნ. სასწ. გეგმის მიხედვით (თანაავტორი), თბ., ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2011, გვ. 144 — ISBN: 9789941035203
- ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება ინტერაქტიული მეთოდებით : დამრიგებლის წიგნი (მე-5-9 კლასები) (თანაავტორი), თბ., ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2011, გვ. 108 — ISBN: 9789941034404
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 222;