მანანა რამიშვილი
მანანა რამიშვილი (დ. 12 მაისი, 1948, თბილისი) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1973–1974 წლებში ინტერნატურა გაიარა ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1975–1980 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1980–1990 წლებში ასისტენტი, 1990–1993 წლებში უფროსი მასწავლებელი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის შედედების სისტემაში განვითარებულ ცვლილებებს ღვიძლის სისხლით მომარაგებიდან გამოთიშვის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „თავის მიდამოს ტოპოგრაფიული ანატომიის შესწავლის ტესტური კონტროლი“(თბილისი, 1996). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის დოცენტი.
1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ღვიძლის სისხლით მომარაგებიდან დროებითი გამოთიშვის შედეგად სისხლის შედედების სისტემაში განვითარებული ცვლილებები“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ 2000 გვ.238