მანანა ბოკუჩავა
მანანა ბოკუჩავა (დ. 30 მაისი, 1950, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1973–1996 წლებში იყო ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1989 წლიდან დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასისტენტი. 1994 წლიდან – დოცენტი, 1995 წლიდან ამავე აკადემიის ფსიქიატრიის კურსის ხელმძღვანელი. 1997 წლიდან კლინიკური განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის; არის კლინიკური განყოფილების სამეცნიერო ხემძღვანელი, კონსულტაციებს უწევს ავადმყოფებს.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მანიაკალური შეტევებით მიმდინარე შიზოფრენიის კლინიკური თავისებურებები.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 42