მამუკა ქალუნდაური
მამუკა ქალუნდაური — ქართული ფოლკლორის პერსონაჟი, ხევსური სახალხო გმირი გოგოჭურების გვარისა, სოფელ გიორგიწმინდიდან. ცხოვრობდა XVII საუკუნის დასაწყისში. ებრძოდა მთაში გაბატონების მსურველ ერისთავებსა და მოთარეშე მეზობელ ტომებს. ხევსური სახალხო გმირი, ზურაბ არაგვის ერისთავის წინააღმდეგ ხევსურთა ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ქალუნდაურს ზურაბის ჯარი დაუმარცხებია გუდანთან ბრძოლაში და ამ გამარჯვების აღსანიშნავად ბეგენთ-გორაზე სამანი დაუდგამს. იქ გამვლელი მხედრები პატივისცემის ნიშნად ჩამოქვეითდებიან ხოლმე. ლეგენდის მიხედვით ქალანდაური განისვენებს ამავე გორაზე, დიდი ლოდის ქვეშ, რომელიც ხევსურთა ერთ-ერთ წმინდა ადგილად იყო მიჩნეული. ქალუნდაურის გმირობაზე შექმნილია ხალხური სიმღერები და თქმულებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოჭური, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 450.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 150, ISBN 978-99940-27-10-1.
- გოგოჭური დ., ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები, თბ., 1977;
- შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1 — ხევსურული, თბ., 1931;
- ხიზანაშცილი (ურბნელი) ნ., ეთნოგრაფიული ნაწერრები, თბ., 1940 (მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, 2)