მამუკას ციხე — შუა საუკუნეების ციხე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში. ალამბრის ციხე თავდაპირველად გურიელების საკუთრება იყო, XVIII საუკუნეში კი მას თავდგირიძეები ფლობდნენ. მისი სახელწოდება თავად მამუკა თავდგირიძეს უკავშირდება.

კოშკის ნანგრევები

ციხე მდებარეობს „ციხისყელად" წოდებულ მთაზე. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ2-ს შეადგენს. ციხესთან დგას საინფორმაციო დაფა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 42.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11584