მამია მალაზონია
მამია მალაზონია (დ. 19 მარტი, 1936, ოზურგეთი) — ქართველი მხვატარი.
მამია მალაზონია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 მარტი, 1936 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
ბიოგრაფიარედაქტირება
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.
1962 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1967-1968 წლებში იყო რუსთაველის თეატრის, 1969-1976 წლებში მარჯანიშვილის თეატრის, ხოლო 1976-1984 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს რუსთავის დრამატული, მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრების სპექტაკლები; შექმნილი აქვს კოსტიუმების ესკიზები კინოფილმებისათვის, მუშაობს წიგნის გრაფიკაში. 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მულტიპლიკაციის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოსხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის თეატრალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის პუშკინის სახელობის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ კერძო კოლექციებში.
ორგანიზაციის წევრირედაქტირება
- საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
ჯილდოებირედაქტირება
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- საქართველოს სახალხო მხატვარი
ლიტერატურარედაქტირება
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 207