მამადაანების წმინდა გიორგის ეკლესია
მამადაანების წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, სოფლიდან 1 კოლომეტრზე, ტყით შემოსილ მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთ კედელში სწორკუთხა შესასვლელია გაჭრილი. ღრმა თითქმის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით ორი პატარა კვადრატული ფორმის ნიშია, ხოლო სამხრეთით ერთი. კონქის თაღი შეისრული ფორმისაა, შეისრულია კამარაც. ეკლესია ქვის ფილებით ყოფილა გადახურული, ამჟამად მათი უმეტესი ნაწილი ჩამოცვენილია. ეკლესიას წრიული მოხაზულობით გალავანი აქვს შემოვლებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი, თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 393.