მალხაზ ვაჩეიშვილი
მალხაზ (ვაჩე) იურის ძე ვაჩეიშვილი (დ. 19 სექტემბერი, 1953, თბილისი, — გ. 28 ნოემბერი, 1992, ტყვარჩელის მიდამოები; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე) — ქართველი გეოგრაფი, გეოლოგი, აფხაზეთის ომის მონაწილე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1981), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი კინორეჟისორის განხრით (1978). აქტიურად მონაწილეობდა თსუ-ის ალპინისტურ კლუბში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, კერძო ფირმებში. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, თანამშრომელობდა კოლაუ ნადირაძესთან და 1991 წელს გაზეთ „რუბიკონში“ გამოაქვეყნა ცისფერყანწელების აღდგენილი ორდენის მანიფესტი და კანონი. მონაწილეობდა 1980-იანი წლების ბოლო წლების ეროვნულ მოძრაობაში, 1992 წელს მოხალისედ იბრძოდა აფხაზეთში. დაიღუპა ტყვარჩელის მისადგომებთან. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ, 1993).
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე მ., „ფუნჯისა და კალმის ნაცვლად იარაღი უნდა ავიღო და ჩემი საქართველოსათვის ვიომო“. ვაჩე (მალხაზ ვაჩეიშვილი), ლეგენდარულად დაიღუპა ბრძოლის ველზე, „ჯორჯიან თაიმსი“, 2007, 1-8 თებერვალი, №005(421). — გვ. 9.