მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა
მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნისა და ჩუღურეთის რაიონებში (ავლაბარი), მდებარეობს ალვანის ქუჩიდან ნიკო ლომოურის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ჟანდარმის ქუჩა. 1922 წელს სამოქალაქო ქუჩა დაერქვა, 2000 წელს მალხაზ აბდუშელიშვილის სახელი ეწოდა. ჰქონდა ერთი ჩიხი (ყოფილი სამეგრელოს ქუჩა, შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში და 1926–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი”).
მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი |
წინა სახელები | ჟანდარმის ქუჩა, სამოქალაქო ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 11, ISBN 978-99928-20-35-3.