მალპელო (ესპ. Malpelo) — კუნძული წყნარ ოკეანეში, მდებარეობს კოლუმბიის სანაპიროდან 378, ხოლო პანამის სანაპიროდან 362 კმ-ის დაშორებით. კუნძულის ფართობი 0,35 კმ²-ს შეადგენს. იგი დაუსახლებელია და აქ განლაგებულია კოლუმბიის არმიის პოსტი, რომელიც 1986 წელს შეიქმნა. კუნძული კოლუმბიის კაუკის დეპარტამენტში შედის. აქ მოსახვედრად კოლუმბიის ეკოლოგიის სამინისტროს წერილობითი ნებართვაა საჭირო.

მალპელო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა და კარიბები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1216
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1216
ინგლ.რუს.ფრ.

კუნძული შედგება მრავალი უნაყოფო კლდისგან, მათ შორის უმაღლესია სერო-დე-ლა-მონა — 300 მ. მალპელო შემოსაზღვრულია სანაპიროდან მოშორებული მრავალი კლდით.

მალპელო მსოფლიოში უნიკალური ზვიგენის სახეობის სამშობლოა. დაივინგის ექსპედიციებს, აქ ნანახი აქვთ ჩაქუჩათავიანი და ხავერდოვანი ზვიგენების 500 ერთეულიანი გუნდები, რის გამოც ეს ადგილი დაივინგისათვის საკმაოდ პოპულარულად იქცა. მალეპო ერთ-ერთი უიშვიათესი ადგილია, სადაც პატარაკბილება ქვიშის ვეფხვი ბინადრობს.

2006 წლის 12 ივლისს, იუნესკომ მალპელო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება