მალოიაროსლავეცი
მალოიაროსლავეცი ― ქალაქი რუსეთში, კალუგის ოლქში. მდებარეობს მდინარე ლუჟის მარჯვენა ნაპირზე, კალუგიდან 61 კმ, მოსკოვიდან 121 კმ.. არის რაიონის ცენტრი, საავტომობილო გზების კვანძი. მოქმედებს რკინიგზის სადგური.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
მალოიაროსლავეცი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 55°00′00″ ჩ. გ. 36°28′00″ ა. გ. / 55.00000° ჩ. გ. 36.46667° ა. გ. | ||||
დაარსდა | XIV საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 1402 | ||||
ფართობი | 18 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 190 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 41 511 (2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 48431 | ||||
საფოსტო ინდექსი | 249091 და 249096 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.admmaloyaroslavec.ru/ | ||||
ისტორია
რედაქტირებადაარსდა XIV საუკუნის ბოლოს. 1485 წელს შეუერთდა მოსკოვის სამთავროს. 1812 წელს მალოიაროსლავეცთან მოხდა ბრძოლა საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს. ბრძოლის შედეგად ფრანგებმა აიღეს ქალაქი. 1941 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის იანვრამდე ოკუპირებული იყო მესამე რაიხის მიერ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 391.
- მალოიაროსლავეცი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)