მალკოლმ მიჩელ იანგი (დ. 6 იანვარი, 1953 — გ. 18 ნოემბერი, 2017) — შოტლანდიური წარმოშობის ავსტრალიელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. ფართოდ ცნობილი, როგორც ავსტრალიური ჰარდ-როკ ბენდის, AC/DC-ის, თანადამფუძნებელი, რითმ-გიტარისტი, ბექვოკალისტი და სიმღერების ავტორი. ის ბენდის უცვლელი წევრი იყო მისი დაარსებიდან 2014 წლამდე, თუ არ ჩავთვლით 1988 წლის ხანმოკლე პაუზას. 2014 წელს იანგი ბენდიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა. როგორც AC/DC-ის წევრი, ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2003 წელს შეიყვანეს.[1]

მალკოლმ იანგი
მალკოლმ იანგი 1990 წელს
მალკოლმ იანგი 2010 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1953
დაბ. ადგილი გლაზგო, შოტლანდია
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 2017 (64 წლის)
გარდ. ადგილი ბერვუდი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია
ჟანრ(ებ)ი ჰარდ-როკი, ბლუზ-როკი, როკ-ენ-როლი
საქმიანობა მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი
აქტიური 1969–2014
საიტი acdc.com
მალკოლმ იანგი ვიკისაწყობში

იმის მიუხედავად, რომ მისი უმცროსი ძმა ანგუსი უფრო ფართოდ ცნობილია, მალკოლმი იყო AC/DC-ის არანაკლები წამყვანი ძალა და ლიდერი. როგორც რითმ-გიტარისტი, მალკოლმ იანგი იდგა ბენდის მუსიკალური ბგერისა და მრავალი სიმღერის გიტარის რიფის უკან, რომლებიც ძმასთან თანამშრომლობით დაწერა.

მალკოლმ იანგმა AC/DC 2014 წლის შუა პერიოდში დატოვა, რათა დემენციისთვის ემკურნალა.[2][3] ბენდმა განაცხადა, რომ, მალკოლმის სურვილით, მისი წასვლის მიუხედავად, ისინი გააგრძელებდნენ მუსიკის შექმნას.[4] იმავე წლის სექტემბერში ბენდის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მალკოლმი AC/DC-ის აღარ დაუბრუნდებოდა, იანგი 2017 წლის 18 ნოემბერს დემენციით გამოწვეული გართულებისგან გარდაიცვალა. [5]