მალიქ-შაჰი (რუმი)
მალიქ-შაჰი, აგრეთვე ცნობილი როგორც მელიქ-შაჰი (სპარს. ملک شاه; თურქ. Melikşah) — რუმის სულთანი 1110-1116 წლებში.
მალიქ-შაჰი | |
---|---|
ملک شاه | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1110 |
მმართ. დასასრული: | 1116 |
წინამორბედი: | ქილიჩ-არსლან I |
მემკვიდრე: | მასუდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | XI საუკუნე |
გარდ. თარიღი: | 1116 |
სრული სახელი: | Şahinşah bin Kılıç Arslan |
რელიგია: | სუნიზმი |
მალიქ-შაჰის ძმის, ქილიჩ-არსლან I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1107 წლიდან სამი წლის განმავლობაში რუმის სასულთნოს ტახტი ვაკანტური იყო. 1110 წლამდე, მალიქ-შაჰი ისპაანში, პატიმრობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, 1110 წელს, იგი ანატოლიაში დაბრუნდა, ისარგებლა იმ ფაქტით, რომ გარდაცვლილი ძმის უფროსი შვილები სასულთნოში არ იმყოფებოდნენ (მასუდ I დანიშმენდებს ჰყავდათ დატყვევებული, ხოლო არაპი — სპარსელებს) და საკუთარი თავი რუმის სულთნად გამოაცხადა[1].
ბიზანტიასთან ბრძოლა
რედაქტირება1111 წელს, მალიქ-შაჰმა სამხედრო ოპერაციები წამოიწყო ბიზანტიის იმპერატორის — ალექსი I კომნენოსის წინააღმდეგ, მაგრამ იღბალი იმპერატორის მხარეს იყო, რის გამოც, 1112 წელს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ზავის მიუხედავად, სელჩუკები მაინც განაგრძობდნენ ისეთ სანაპირო ქალაქებზე თავდასხმებს, როგორიცაა ნიკეა, ბურსა, პერგამონი და მიზია[2].
1116 წელს, ფილომელიონის ბრძოლაში, ბიზანტიელებმა სასტიკად დაამარცხეს მუსლიმები. ბრძოლის შემდეგ, მალიქ-შაჰმა ალექსი კომნენოსთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი თანახმა იყო, რომ ბიზანტიელებს დაებრუნებინათ ანატოლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც სულთანი დაბრმავდა და იგი თანამდებობიდან გადააყენეს, აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად გამოცხადდა.
გარდაცვალება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Анна Комнина., Алексиада, 1996. — გვ. 704, ISBN 5-89329-006 Invalid ISBN.
- Райс Тамара Т., Сельджуки. Кочевники - завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0.
- Успенский, Фёдор Иванович, История Византийской империи. В 5 т, 2005. — გვ. 558, ISBN 5-271-03856-4.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: ქილიჩ-არსლან I |
რუმის სულთანი 1110–1116 |
შემდეგი: მასუდ I |