მალანი ფონსეკა ან მალინი ფონსეკა (სინჰ. මාලිනී ෆොන්සේකා Mālinī Fonsēkā), სრული სახელი ვანიარაჩიგე მალანი სენეჰალეტა ფონსეკა (სინჰ. වන්නි ආරච්චිගේ මාලනි ෆොන්සේකා සෙනෙහෙලතා; 30 აპრილი 1947 პელიაგოდი) — შრი-ლანკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, არაერთი ადგილობრივი და რამდენიმე საერთაშორისო კინოპრემიის მფლობელი. ცნობილია როგორც "სინჰალური კინოს დედოფალი". 2010-2015  წლებში გახლდათ შრი-ლანკის პარლამენტის წევრი.[1][2][3]

მალანი ფონსეკა
სინჰ. මාලිනී ෆොන්සේකා

მალინი ფონსეკა. 1970-იანი წლები
დაბადების სახელი

ვანიარაჩიგე მალანი სენეჰალეტა ფონსეკა
სინჰ.

වන්නිආරච්චිගේ මාලනි ෆොන්සේකා සෙනෙහෙලතා
დაბადების თარიღი 30 აპრილი 1947 (74 წლის)
პელიაგოდა, კოლომბო, შრი-ლანკა
მოქალაქეობა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
საქმიანობა მსახიობი,რეჟისორი
პროდიუსერი, პოლიტიკოსი
პარტია სახალხო თავისუფლების გაერთიანებული ალიანსი
რელიგია ბუდიზმი
მეუღლე(ები) უპალი სენანიაკე (1965)
ლაკი დიასი (1986)
მშობლები მამა: გილბერტ ფონსეკა
დედა: სილივატი ფონსეკა

ბიოგრაფია და კარიერა რედაქტირება

მალანი ფონსეკა დაიბადა  ტიპოგრაფისტ გილბერტ ფონსეკასა და მისი მეუღლის სილვატი ფონსეკას  11 შვილიან ოჯახში პელიაგოდაში, კოლომბოს გარეუბანში. მისი დაბადებიდან მალევე ოჯახი გადავიდა ნუგეგოდუს გარეუბანში,  სადაც გოგონა სწავლობდა მეხუთე კლასამდე სენტ-ჯონის კოლეჯში.  საშუალო განათლება დაასრულა ვედამულაში გადასვლის შემდეგ  Gurukula Maha Vidyalaya -ს სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ფონსეკა თეატრალურმა ხელოვნებამ გაიტაცა. პირველად 1963 წელს ითამაშა სპექტაკლში «Noratha Ratha». კარიერის მანძილზე შეასრულა მთავარი როლები 14 დრამატულ დადგმაში. 1968 წელს დაჯილდოვდა ეროვნული პრემიით დრამატულ სპექტაკლში «Akal Wessa» შესრულებული როლისთვის.[4]

იმავე წლებში ფონსეკამ პირველად მიიღო მონაწილეობა კინოგადაღებებში. თავდაპირველად მონაწილეობდა მასობრივ სცენებში.  მისი სრულფასოვანი კინოდებიუტი შედგა 1968 წელს ტისა ლიანსურიას ფილმში Punchi Baba. იმავე წელს ითამაშა კიდევ სამ ფილმში: Abudasse kale, Dahasak Sithuwili და Adarawanthayo. მსახიობის მიერ შესრულებულ როლებს დადებითი შეფასებები მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდან, რამაც  განაპირობა   მისი მიწვევა მთავარ როლებზე რამდენიმე რეჟისორისგან და მისი კარიერის შემდგომი განვითარება. საერთო ჯამში, ამ დრომდე მალინი ფონსეკას დაახლოებით 150 ფილმში აქვს როლები შესრულებული,[5] მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო სპექტაკლში. მის ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისაა: ლესტერ ჯეიმზ პირისის Nidhanaya, ამარანათა ჯაიატილაკეს Siripala Saha Ranmenikჰარმასენა პატირაჯას  Eya Den Loku Lamayek და Bambaru Ewith გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გარდა თეატრისა და კინოსა, მალინი ფონსეკა ასევე მუშაობდა ტელევიზიაში, სადაც შეასრულა  როლები სერიალებში: Manalada Puthe Kiri Dunne, Pitagamkarayo, Kemmura და Daruwo. მის მიერ სატელევიზიო დრამებში შესრულებულმა როლებმა  Pitagamkarayo და  Kemmura მიიღო  ჯილდო  Sumathi Awards   „სატელევიზიო დრამების საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში.[6][7]

1984 წელს ფონსეკამ  თავისი ძალები რეჟისორის და პროდიუსერის ამპლუაში მოსინჯა  პირველად ფილმით Sasara Chetana და შემდგომ კიდევ ორი ​​ფილმით Ahinsa (1987) და Sthree (1991). მოგვიანებით მან ასევე გადაიღო სატელევიზიო სერიალები. იგი  გახდა პირველი სატელევიზიო დრამის რეჟისორი ქალი შრი-ლანკის ტელევიზიის ისტორიაში.[8][9]

 
2008 წლის ინდოეთის კინოფესტივალი. მსახიობი "ვერცხლის ფარშევანგის"პრიზით.

2010 წლის აპრილში იგი აირჩიეს შრი-ლანკის მე-14  მოწვევის პარლამენტში სახალხო თავისუფლების გაერთიანებული ალიანსის პარტიული სიით. მსახიობის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ამ თანამდებობაზე გახლდათ წინადადება პარლამენტის მცირე დარბაზებში  დეპუტატებისთვის იოგას გაკვეთილების მოწყობის შესახებ,  სტრესის მოსახსნელად საკანონმდებლო სხდომების დაწყებამდე.[10]

შრი-ლანკის პარლამენტი, ისევე როგორც მრავალი სხვა საკანონმდებლო ასამბლეა, ცნობილია  რეგულარული კონფლიქტებით, რომლებიც ხშირად ხელჩართული ჩხუბით მთავრდება,  რის გამოც სპიკერს პერიოდულად უწევს დეპუტატების მოწოდება წესრიგისკენ. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა დეპუტატმა, რანჯან რამანაიაკემ (ასევე ცნობილი კინორეჟისორი) კომენტარი გააკეთა, რომ პრო-სამთავრობო დეპუტატები მუდმივად ცდილობენ შეძახილებით დააშინონ და ჩაახშონ სხვა პარტიების პარლამენტარების გამოსვლები და გამოთქვა იმედი, რომ ეს სიახლე მაინც  ასწავლიდა მათ დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას და დისციპლინას . შემდგომში, ფონსეკამ ასევე მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებებთან, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ტელევიზიასთან, აზარტული თამაშების ბიზნესის რეგულირებასთან, შრი-ლანკის ფინანსურ და საგადასახადო სისტემასთან და შრი-ლანკის პოლიტიკის სხვა ასპექტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და პოპულარიზაციაში. იგი დეპუტატის უფლებამოსილებას  2015 წლის ივნისის ბოლომდე ასრულებდა. მე-15 მოწვევის პარლამენტში არ შესულა.[11]  

2010 წელს ის CNN-მა ყველა დროის 25 საუკეთესო აზიელი მსახიობის სიაში შეიყვანა.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Biography for Malani Fonseka". IMDb. Retrieved 19 June 2008.
  2. "Biography-1". (Personal Website). 9 February 2008. Archived from the original on 28 March 2009.
  3. "Best Actress and Most Popular Actress from Queen Family".[მკვდარი ბმული] Sarasaviya. Retrieved 4 April 2021.(სინჰ.)
  4. "Cinema families". Deshaya. Retrieved 17 November 2017.
  5. "මාලිනි ෆොන්සේකා Malini Fonseka". Rate Your Music. Retrieved 22 February 2017.
  6. "Winners of the Sixth Derana Sunsilk Film Awards 2018".
  7. "President pays glowing tribute to Malini". Daily News. 2 May 2003. Archived from the original on 20 March 2005.
  8. "Malini with Sanath after 14 years".[მკვდარი ბმული] Sarasaviya. Retrieved 22 August 2019.(სინჰ.)
  9. "40 years for the greatest film ever produced in Sinhala cinema". Sarasaviya. Retrieved 24 March 2017.(სინჰ.)
  10. Charles Haviland. Sri Lankan politicians to de-stress with yoga lessons BBC News (10 დეკემბერი 2010). ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2015.
  11. Malani Fonseka, M.P. / View Moved Bills . Parliament of Sri Lanka. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
  12. La Carmina. Asia’s 25 greatest actors of all time CNN (4 მარტა 2010). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი