მალეფისენტი 2: ბოროტების მბრძანებელი
მალეფისენტი 2: ბოროტების მბრძანებელი (ინგლ. Maleficent: Mistress of Evil) — 2019 წლის ამერიკული 3D ფანტასტიკური ფილმი, რომლის პროდიუსერია იოაკიმ რონინგი, და წარმოებულია Walt Disney Pictures-ის მხარდაჭერით. ფილმის სცენარის ავტორებია: ლინდა ვულვერტონი, მიცა ფიცერმან-ბლუ და ნოა ჰარპსტერი . ეს არის 2014 წელს გამოსული ფილმის მალეფისენტი-ის,გაგრძელება,[1] სადაც პირველი ფილმის მსგავსად, მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. სხვა მსახიობებს შორისაა: ელ ფენინგი, სემ რაილი, იმელდა სტონტონი, ჯუნო თემპლი და ლესლი მანვილი; რომლებიც როლებს ფილმის წინა ნაწილშიც ასრულებდნენ. ახალ ნაწილში ჰარის დიკინსონმა შეცვალა ბრენტონ თვაიტესი. ჩიუეტელ ეჯიოფორი, ედ სკრეინი და მიშელ პფაიფერი ფილმში ახალი პერსონაჟების როლებში გამოჩნდნენ.
„მალეფისენტი 2: ბოროტების მბრძანებელი“ | |
---|---|
ინგლ. Maleficent: Mistress of Evil | |
რეჟისორი | იოაკიმ რონინგი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
როლებში |
|
კომპოზიტორი | ჯეოფ ზანელი |
მწარმოებელი კომპანია | Roth/Kirschenbaum Films |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი | 18 ოქტომბერი, 2019 |
ხანგრძლივობა | 119 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 185 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 492.7 მილიონი აშშ დოლარი |
2014 წლის მაისში პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ, ჯოლიმ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო ფილმის გაგრძელება. პროექტი ოფიციალურად გამოცხადდა შემდეგ ივნისში და ჯოლიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა 2016 წლის აპრილში. რონინგი, რომელიც რეჟისორი იყო ფილმის: კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან (2017), ფილმის რეჟისორის პოზიციაზე დაინიშნა 2017 წლის ოქტომბერში. მსახიობების დიდმა ნაწილმა კონტრაქტს ხელი 2018 წლის მაისამდე მოაწერა. სწორედ მასში დაიწყო ფილმის გადაღებები ინგლისში, Pinewood Studios- ში და აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.
მალეფისენტი 2: ბოროტების მბრძანებელი აშშ-ში გამოვიდა 2019 წლის 18 ოქტომბერს. ფილმის მთლიანმა შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 491 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, თუმცა წარმოებისა და დისტრიბუციის ღირებულების დასაფარად მინიმუმ 500 მილიონი აშშ დოლარი იყო საჭირო.[2] ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო კრიტიკოსების მხრიდან. ისინი ფილმს აკრიტიკებდნენ ,,ჩახლართული შინაარსისა და ზედმეტად ხელოვნური ვიზუალისთვის", ხოლო აქებდნენ ჯოლის, ფანინგისა და პფეიფერის შესრულებებს.[3] ფილმმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მაკიაჟისა და თმის ვარცხნილობისთვის ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე .
წარმოება
რედაქტირებაგანვითარება
რედაქტირება2014 წლის 3 ივნისს, პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ თქვა, რომ მალეფისენტი- ის გაგრძელება შესაძლებელი იყო.[4] 2015 წლის 15 ივნისს Walt Disney Pictures- მა განაცხადა, რომ გაგრძელებაზე მუშაობდნენ და ლინდა ვულვერტონი დაბრუნდებოდა ფილმის სცენარის დასაწერად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოლის ფილმში მონაწილეობა კიდევ არ იყო გარკვეული, სცენარი სწორედ მასზე მორგებით შეიქმნა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯო როთი ფილმის პროდიუსერი იქნებოდა.[5] 2016 წლის 25 აპრილს დისნეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯოლი ფილმში მალეფისენტის როლს შეასრულებდა. 2017 წლის 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ჯეზ ბატერვორთი ვულვერტონის სცენარს დაარედაქტირებდა, ხოლო როთი პროდიუსერი იქნებოდა.[6] 2017 წლის სექტემბერში ჯოლიმ განაცხადა, რომ „მუშაობდნენ სცენარზე და ეს ნამდვილად ძლიერი გაგრძელება იქნება."[7] 2017 წლის 3 ოქტომბერს Deadline– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფილმის რეჟისორი იყო იოაკიმ რონინგი და ის ფილმის გადაღებას 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყებდა.[8]
მსახიობთა შერჩევა
რედაქტირება2018 წლის აპრილში ფილმში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა ელ ფენინგი, წინა ფილმის მსგავსად პრინცესა ავრორას როლში. მიშელ ფაიფერი ასევე დაემატა როგორც დედოფლის პერსონაჟი, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის იყო ბოროტი დედოფალი იქნებოდა [9] სახელწოდებით ინგრიტი.[10]
2018 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ჰარის დიკინსონი შეცვლიდა ბრენტონ ტვაიტსს პრინც ფილიპის როლში. მოგვიანებით ასევე დაადასტურეს, რომ ჯენ მიურეი, დევიდ გიასი, ჩივეტელ ეჯიოფორი და რობერტ ლინდსი ასევე შეუერთდებოდნენ მსახიობებს. სემ რაილი, იმელდა სტაუნტონი, ჯუნო ტემპლი და ლესლი მანვილი ასევე მონაწილეობდნენ ფილმში პირველი ფილმის მსგავსად. 2018 წლის ივნისში ჯუდიტ შეკონი შეუერთდა მსახიობებს.
გადაღებები
რედაქტირებაძირითადი გადაღებები დაიწყო 2018 წლის 29 მაისს, ინგლისში, ბუკინგემშირში, Pinewood Studios- ში. გადაღებები დასრულდა 2018 წლის 24 აგვისტოს.[11][12]
მუსიკა
რედაქტირება2019 წლის 22 მაისს გაირკვა, რომ ფილმის სიმღერას შექმნიდა ჯეფ ზანელი, რომელიც შეცვლიდა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდს წინა ფილმიდან.[13] ფილმი ხაზს უსმევს ზანელისა და რონინგის მეორე თანამშრომლობას, კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან-ის შემდეგ. 2019 წლის 20 სექტემბერს ფილმის საუნდტრეკად გამოვიდა ბებე რეჟას სიმღერა „You Can Not Stop the Girl ", რომელიც შედგა ფილმის საუნდტრეკიდან.[14]
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირებაჯილდო | ცერემონიის თარიღი | კატეგორია | მიმღებ(ებ)ი | შედეგი | Ref. |
---|---|---|---|---|---|
აკადემიის ჯილდო | 2020 წლის 9 თებერვალი | საუკეთესო მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა | პოლ გოჩი, არიენ თუიტენი და დევიდ უაიტი | ნომინირებული | [15] |
ხელოვან დირექტორთა გილდიის ჯილდო | 2020 წლის 1 თებერვალი | საუკეთესო წარმოების დიზაინი ფანტასტიკურ ფილმში | პატრიკ ტატოპულოსი | ნომინირებული | |
ბრიტანეთის კინოს დიზაინერების გილდია | 2020 წლის 1 იანვარი | საუკეთესო წარმოების დიზაინი ფანტასტიკურ ფილმში | პატრიკ ტატოპულოსი და დომინიკ კაპონი | ნომინირებული | |
კოსტიუმების დიზაინერების გილდიის ჯილდოები | 2020 წლის 28 იანვარი | საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი ფანტასტიკურ ფილმში | ელენ მიროჯნიკი | მოგებული | [16] |
მაკიაჟი მხატვრების და თმის სტილისტების გილდიის ჯილდო | 2020 წლის 11 იანვარი | პერსონაჟის საუკეთესო თმის სტილი | ოდრი სტერნი | ნომინირებული |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Maleficent: Mistress of Evil Press Kit. Walt Disney Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 21, 2019. ციტირების თარიღი: October 21, 2019.
- ↑ Rebecca Rubin (October 21, 2019). „Box Office: Why 'Maleficent: Mistress of Evil' Fizzled“. Variety. ციტირების თარიღი: October 21, 2019.
- ↑ Critics praise Angelina Jolie in 'enjoyably deranged' sequel Maleficent: Mistress of Evil. Entertainment Weekly (October 15, 2019). ციტირების თარიღი: October 16, 2019.
- ↑ Coonan, Clifford (August 10, 2018). „Angelina Jolie Hints at 'Maleficent' Sequel in China“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 3, 2014.
- ↑ Fleming Jr, Mike (June 15, 2015). "'Maleficent' Sequel On Disney Drawing Board As Linda Woolverton Makes Scripting Deal". Deadline Hollywood. Retrieved June 16, 2015.
- ↑ Sneider, Jeff (August 29, 2017). ""Maleficent 2" Moves Forward as Disney Taps "Spectre" Scribe Jez Butterworth to Rewrite Sequel (Exclusive)". The Tracking Board. Retrieved September 4, 2017.
- ↑ Hammond, Pete (September 3, 2017). "Telluride Film Festival: Angelina Jolie On Directing, Netflix, Oscar & 'Maleficent'". Deadline Hollywood. Retrieved September 4, 2017.
- ↑ Busch, Anita (October 3, 2017). "Joachim Rønning In Talks To Direct Disney's 'Maleficent 2'". Deadline Hollywood. Retrieved October 3, 2017.
- ↑ The filming of Maleficent 2 has already begun!. Gobhy (May 4, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 8, 2018. ციტირების თარიღი: May 24, 2019.
- ↑ Michelle Pfeiffer Gives the First Look at Her Maleficent 2 Character, Queen Ingrith. W (January 29, 2019). ციტირების თარიღი: May 24, 2019.
- ↑ That's a wrap on Maleficent 2 - and what a ride it's been! A big thank you to this amazing UK crew for spending the summer with me at Pinewood Studios - so close to Heathrow, yet so far away :) I hope you all get some well deserved time off before your next adventure ✨✨✨ #maleficent2 @disney (August 24, 2018). ციტირების თარიღი: August 24, 2018.
- ↑ 'Maleficent 2' Wraps Production (August 26, 2018). ციტირების თარიღი: August 26, 2018.
- ↑ Couch, Aaron. (May 22, 2019) 'Maleficent' Sequel Adds 'Pirates 5' Composer (Exclusive). ციტირების თარიღი: August 11, 2019.
- ↑ Bebe Rexha's 'You Can't Stop the Girl' from Disney's 'Maleficent: Mistress of Evil' Released | Film Music Reporter.
- ↑ Oscar Nominations 2020 Announcement Date & Time. Oscars. ციტირების თარიღი: 13 January 2020
- ↑ 2020 Costume Designers Guild Awards. lindsay Weinberg. ციტირების თარიღი: 16 January 2020