მალაქია დვალი
მალაქია (კუკური) კონსტანტინეს ძე დვალი (დ. 10 აგვისტო, 1925, სოფ. ზედა შავრა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1943 წელს. მუშაობდა ინჟინრად, არქიტექტორ-რესტავრატორად. 1968 წლიდან იყო სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანების მთავარი არქიტექტორი, 1989-2004 წლებში ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს (შემდეგ — დეპარტამენტის) მთავარი არქიტეტორი, იმავდროულად 1958-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. მისი ავტორობით არის რესტავრირებული ძეგლები: მანგლისის ტაძარი (1959), სოფ. პატარა ონის ეკლესია (1974), ნიკორწმინდის ტაძარი (1980) და ძველი გავაზი (1987, ორი უკანასკნელი გ. ნიკოლაძესთან ერთად), თბილისის მეტეხის ტაძარი (1969, ვ. ცინცაძესთან ერთად), ძველი გაგრის ეკლესია (1957) და სხვ. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974.
- მანგლისი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1960.
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 392.