მალაიზიის დემოგრაფია
მალაიზიის დემოგრაფია ეთნიკური მრავალფეროვნებით ხასიათდება. 2010 წლის აღწერით ქვეყნის მოსახლეობა მოქალაქეობის არმქონე პირების ჩათვლით 28 334 000 ადამიანს უტოლდება და ამ მაჩვენებლით 42-ე ადგილზეა მსოფლიოში. 5.72 მილიონი ადამიანი აღმოსავლეთ მალაიზიაში ცხოვრობს, ხოლო 22.5 მილიონი ― ნახევარკუნძულის მალაიზიაში. მოსახლეობის განაწილება არაერთგვაროვანია და 79% ნახევარკუნძულის მალაიზიაშია კონცენტრირებული, რომლის ფართობიც 131 598 კმ-ია და მალაიზიის საერთო ფართობის 40%-ს უდრის.
2017 წლის მონაცემებით მალაიზიის მოსახლეობის წლიური მატების დონე 1.94%-ს უდრის. 2010 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი სამი უმსხვილესი მალაიზიური ჯგუფისთვის შემდეგია: მალაიები/ბუმიპუტერა 2.4 ბავშვი ყოველ ქალზე, მალაიზიელი ჩინელებისთვის ― 1.4 ბავშვი ყოველ ქალზე, მალაიზიელი ინდოელებისთვის ― 1.8 ბავშვი. 2000 წელს ჩატარებულმა მოსახლეობის პროექციამ აჩვენა, რომ მალაიები და ბუმიპუტერანანინები მოსახლეობის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენენ, ჩინელები 98.9%, ინდოელები კი ― 1%-ს.
დემოგრაფიული ტრენდები
რედაქტირება2010 წლის აღწერის მიხედვით მალაიზიის მოსახლეობა 28.3 მილიონ ადამიანს შეადგენდა.[1][2] მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული და 20 მილიონზე მეტი ადამიანი ნახევარკუნძულის მალაიზიაში ცხოვრობს..[3] ურბანული მოსახლეობის წილი 74.7%-ია.[4] შრომის ინტენსიური მრეწველობების განვითარების შედეგად[5] მალაიზიაში მილიონობით მიგრანტი ჩადის. ზუსტი რიცხვები უცნობია: მალაიზიაში კანონიერად მილიონზე მეტი უცხოელი ადამიანი მუშაობს.[6] მხოლოდ საბაჰის შტატში 2.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მეოთხედსაც არალეგალურად დასაქმებული უცხოელების შეადგენენ.[7]
გაეროს ლტოლვილთა და იმიგრანტთა კომიტეტის World Refugee Survey 2008-ის მიხედვით მალაიზია დაახლოებით 155 700 ლტოლვილსა და თავშესაფრის მაძიებელს მასპინძლობს. მათგან 70 500 ლტოლვილი და ფილიპინებიდან თავშესაფრის საძიებლად ჩამოსული ადამიანია, 69 700 ― მიანმარიდანაა, ხოლო 21 800 ― ინდონეზიიდან.[8] კომიტეტმა მალაიზია ლტოლვილებისთვის ათ ყველაზე ცუდ ადგილს შორის დასახელა, მათ მიმართ ქვეყნის დისკრიმინაციული პრაქტიკიდან გამომდინარე.[8]
ეთნოლინგვისტური ჯგუფები
რედაქტირებამალაიზიის მოსახლეობა მრავალი ეთნიკური ჯგუფისგან შედგება. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ავსტრონეზირი წარმოშობის ჯგუფები შეადგენენ, რომლებიც ბუმიპუტრების სახელწოდებით არიან ცნობილი. მოსახლეობის უდიდეს ეთნიკურ უმცირესობებს ჩინელები და ინდოელები წარმოადგენენ. მალაიები, როგორც ბუმიპიტრა, მალაიზიას თავიანთ მიწად მიიჩნევენ და 1969 წლის ამბოხებების შემდეგ მალაიზიაში პრივილეგიებით სარგებლობენ ― უმაღლეს სამთავრობო პოზიციებს მალაიები იკავებენ, განთავსების საშუალებები მათთვის უფრო იაფია და პრიორიტეტებით სარგებლობენ ბიზნეს ლიცენზიებისა და საჯარო სამსახურების მიღების მხრივ. 2010 წლისთვის მოსახლეობის 68.8% ბუმიპუტერად მიიჩნეოდა, 23.2% ― მალაიზიელ ჩინელად, ხოლო 7% ― მალაიზიელ ინდოელად. 2021 წლის მიხედვით ეს მაჩვენებლები 69.7%-ს, 22.5%-სა და 6.8%-ს გაუტოლდა.
ენები
რედაქტირებამალაიზიაში 137 ენაზე საუბრობენ,[9] რომელთაგან 41-ს ნახევარკუნძულის მალაიზიაზე გამოიყენებენ.[10] მალაიზიის ოფიციალური ენა მალაიზიურია, რომელიც მალაიური ენის სტანდარტიზებული ვარიანტია. დიდი ხნის მანძილზე ინგლისური ენა დე-ფაქტო, ადმინისტრაციული ენა იყო, თუმცა შემდგომ მისი სტატუსი შემცირდა. მიუხედავად ამისა, მალაიზიური საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში ინგლისური მეორე ენის სტატუსს ინარჩუნებს და ყველა საჯარო სკოლაში სავალდებულო საგანია.[11][12] ბევრი ორგანიზაცია ტრანზაქციებს ინგლისურ ენაზე ახორციელებს და ზოგჯერ ოფიციალურ კორესპონდენციებშიც გამოიყენება. გამოცდები ბრიტანული ინგლისურის შესაბამისად ტარდება, თუმცა ტელევიზიის გავლენით ამერიკული ინგლისურის გავლენა უფრო საგრძნობია.
მალაიზიური ინგლისური, ასევე ცნობილი, როგორც მალაიზიური სტანდარტული ინგლისური, ბრიტანული ინგლისურიდან წარმოებული ინგლისურია, თუმცა ტერმინი ოფიციალურად შედარებით იშვიათად გამოიყენება, გარდა განათლებასთან მიმართებით. მანგლისური ინგლისურის შესაბამისი ფორმაა მალაიური, ჩინური და ტამინული ენების დიდი გავლენით. ბევრ მალაიზიელს არა მხოლოდ ესმის ინგლისური, ნაწილი მხოლოდ მანგლისურს ფლობს. მალაიზიის მთავრობა ოფიციალურად არ უწყობს ხელს მანგლისურის გამოყენებას.[13]
რელიგია
რედაქტირება.[14]
მუქი მწვანე: მუსლიმი უმრავლესობა > 50%
ღია მწვანე: მუსლიმი უმრავლესობა < 50%
ლურჯი: ქრისტიანი უმრავლესობა > 50%
]]
ისლამი მალაიზიის სახელმწიფო რელიგიაა, თუმცა ქვეყანა მრავალრელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენს და მალაიზიის კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების გარანტიას იძლევა. მიუხედავად ისლამის სახელმწიფო რელიგიად აღიარებისა, ქვეყნის პირველი 4 პრემიერ-მინისტრი მალაიზიის სეკულარულ სახელმწიფოდ განვითარებას უჭერდა მხარს. მოსახლეობისა და შინამეურნეობების 2020 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 63.5% ისლამის მიმდევარია, 18.7% ― ბუდისტი, 9.1% ― ქრისტიანი, 6.1% ― ინდუისტი, 2.7% ― სხვა რელიგიების მიმდევარია, არ აქვს რელიგია ან კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.[15] 1991 წელს მუსლიმი მოსახლეობის წილი 58.6%-ს შეადგენდა, 2000 წელს მათი წილი 60.4%-მდე გაიზარდა, 2010 წელს ― 61.5%-მდე, ხოლო 2020 წელს ― 63.5%-მდე.[16][17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Department of Statistics, Malaysia დაარქივებული 20 December 2006 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2010 Population and Housing Census of Malaysia. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2022.
- ↑ Malaysia. State.gov (14 July 2010). ციტირების თარიღი: 14 September 2010
- ↑ Hassan, Asan Ali Golam (1004). Growth, structural change, and regional inequality in Malaysia. Hants: Ashgate Publishing Ltd., გვ. 222. ISBN 978-0-7546-4332-6.
- ↑ The World Factbook. cia.gov. ციტირების თარიღი: 2 July 2015
- ↑ „As Malaysia deports illegal workers, employers run short“. New York Times. 13 July 2009. ციტირების თარიღი: 26 October 2010.
- ↑ Kent, Jonathan (29 October 2004). „Illegal workers leave Malaysia“. BBC News. ციტირების თარიღი: 26 October 2010.
- ↑ Quek, Kim (9 February 2006). „Demographic implosion in Sabah? Really?“. Malaysiakini. ციტირების თარიღი: 21 June 2010.
- ↑ 8.0 8.1 „World Refugee Survey 2008“. U.S. Committee for Refugees and Immigrants. 19 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2007.
- ↑ Ethnologue report for Malaysia. Ethnologue.com. ციტირების თარიღი: 18 October 2010
- ↑ Ethnologue report for Malaysia (Peninsular). Ethnologue.com. ციტირების თარიღი: 18 October 2010
- ↑ „PAGE hands in second memorandum“. The Star Online. 9 July 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2014. ციტირების თარიღი: 8 September 2010. ციტატა: „Deputy Prime Minister Tan Sri Muhyiddin Yassin announced last year that the policy of Teaching of Mathematics and Science in English (known by its Malay acronym, PPSMI) would be scrapped from 2012.“
- ↑ „Math and Science back to Bahasa, mother tongues“. The Star Online. 8 July 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2011. ციტირების თარიღი: 8 September 2010.
- ↑ Zimmer, Benjamin. (5 October 2006) Language Log: Malaysia cracks down on "salad language". Itre.cis.upenn.edu. ციტირების თარიღი: 14 September 2010
- ↑ Department of Statistics Malaysia Official Portal.
- ↑ 2010 Population and Housing Census of Malaysia. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 17 June 2012 p. 9
- ↑ Malaysian government statistics department. (2020)Key Findings Population and Housing Census 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2022. ციტირების თარიღი: 20 August 2022
- ↑ Department of Statistics, Malaysia (2005). General Report of the Population and Housing Census 2000. Putrajaya: Department of Statistics, Malaysia, გვ. 60–64. ISBN 978-983-9044-26-3.