მალაიალამური ლიტერატურა
მალაიალამური ლიტერატურა — ინდოეთის კერალის შტატის დრავიდული მოდგმის ხალხის მალაიალების ლიტერატურა. მალაიალამური ენა ახლოს დგას ტამილურთან. პირველი კერალი მწერლების თხზულებები დაწერილია მხოლოდ ტამილურ და სანსკრიტულ ენაზე. საკუთრივ მალაიალამურ ენაზე კლასიკური ლიტერატურა შეიქმნა XV-XVI სს-ში. მას წინ უსწრებდა ხალხური პოეზია (მისი საწყისები XI საუკუნის დამდეგს ემთხვევა). ესაა პაჩა-მალაიალამის — ადრინდელი მალაიალამური სკოლის ნაწარმოებები (რელიგიური: "გველის სიმღერები, შრომის სიმღერები). ტამილურ სკოლას განეკუთვნება ტამილიზებულ მალაიალამურ ენაზე დაწერილი "რამას ცხოვრება" ("რამა ჩარიტამი") და ცენტრალური ტავანკურის პოეტების ანთოლოგია "კანაშანთა ლექსები"; სანსკრიტულ სკოლას კი — სანსკრიტიზებულ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები. ამ თხზულების სტილს მანიპრავალამს უწოდებენ (სიტყვასიტყვით თვალ-მარგალიტის ყელსაბამი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 379, თბ., 1983 წელი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Information on Malayalam Literature at Department of Public Relations, Government of Kerala დაარქივებული 2003-02-17 საიტზე Wayback Machine.
- Puzha.com - The First Online Malayalam Literary Magazine
- A List of Malayalam Authors and their works დაარქივებული 2017-06-11 საიტზე Wayback Machine.
- A collection of literary works from the writer and journalist Manoj Bharathy