მალავის პოლიტიკური სისტემა
მალავის პოლიტიკა — მალავიში მოქმედებს საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკური მმართველობა, სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეას შორის. სასამართლო დამოუკიდებელია ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისაგან. მალავის მთავრობა მრავალპარტიულია 1994 წლიდან.