მალაგის ალყა
რეკონკისტის ნაწილი

მალაგის ციხესიმაგრე აგებულია XI საუკუნეში ჰამუდიდების დინასტიის მიერ
თარიღი 7 მაისი18 აგვისტო, 1487
მდებარეობა მალაგა, ესპანეთი
შედეგი ქრისტიანების გამარჯვება, ქალაქის დაბრუნება
მხარეები
კასტილიის სამეფო
არაგონის სამეფო
გრანადის საამირო
მეთაურები
ისაბელ I
ფერდინანდ II
ჰამად ალ-ტაგრი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
მალაგის ალყა ვიკისაწყობში

მალაგის ალყაკათოლიკე მეფეების, ფერდინანდ II არაგონელისა და ისაბელ I კასტილიელის ერთობლივი მოქმედება მუსლიმების წინააღმდეგ. ალყა გაგრძელდა 7 მაისიდან 18 აგვისტომდე. ეს იყო პირველი ბრძოლა, რომლის დროსაც დაჭრილები ბრძოლის ველიდან გამოჰყავდათ ისაბელ I კასტილიელის მიერ ჩამოყალიბებული სასწრაფო დახმარების საშუალებით[1].

წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქალაქის წარმომადგენლებმა მალაგა ფერდინანდს გადასცეს. ქალაქი ჩაბარდა 1487 წლის 13 აგვისტოს. მალაგის ციხესიმაგრე კი 18 აგვისტოს. ციხესიმაგრის გარნიზონის მეთაური ალი დორდუქსი, იმ პირობით ჩაბარდა, რომ იგი და მისი ახლობელი 25 ოჯახი დარჩებოდა ხელუხლებელი და ისინი იქნებოდნენ მუდეხარები.

მალაგის აღება იყო ნასრიდების დინასტიისათვის უდიდესი დარტყმა. ფერდინანდ II არაგონელმა მკაცრი ზომები გაატარა მალაგის მავრი მმართველების წინააღმდეგ ხანგრძლივი წინააღმდეგობის პასუხად. მათი უდიდესი ნაწილი გადაასახლა, დაიმონა ან დახოცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Kuehl, Alexander E. (2002-09-01). Prehospital Systems and Medical Oversight. Kendall Hunt, გვ. 81. ISBN 978-0-7872-7071-1. ციტირების თარიღი: 2013-02-22.