მალაბარი — ისტორიული ოლქი სამხრეთ ინდოეთში, არაბეთის ზღვის სანაპიროსა და დასავლეთ გატების მთებს შორის. სამხრეთ მალაბარში არსებობდა ჩერის სახელმწიფო (დაახლოებით ძვ.წ. III ს.-ახ. წ. IX ს.). XV-XVI საუკუნეებში მალაბარის სამთავროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კალიკუტი (კოჟიკოდე), XVIII საუკუნეში ტრავანკური და კოჩინი. მალაბარი არის პირველი რაიონი ინდოეთში, რომელიც ევროპული სახელმწიფოების კოლონიური ძარცვის ობიექტი გახდა. XVI საუკუნეში მალაბარში დაარსდა პორტუგალიელთა დასაყრდენი პუნქტები, XVII საუკუნიდან ნიდერლანდელების, ინგლისელების, ფრანგების ფაქტორიები. XVIII საუკუნის ბოლოს მალაბარი ინგლისელი ოსტინდოეთის კომპანიამ მიიტაცა. 1956 წლიდან მალაბარის ტერიტორია შედის ინდოეთის კერალისა და მაისურის შტატების შემადგენლობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება