ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაკ დემარკო (დ. 30 აპრილი, 1990) — კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი.

მაკ დემარკო
დაბადების სახელი მაკბრაიარ სემიუელ ლანიონ დემარკო
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1990
ბრიტანეთის კოლუმბია
მოქალაქეობა კანადა
განათლება მაკ-კერნანის სკოლა
საქმიანობა მუსიკოსი
მშობლები მამა: მაკ სმითი
დედა: აგნეს დემარკო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 30 აპრილს, 1990 წელს დანკანში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ვანკუვერის კუნძულზე. გაიზარდა ედმონტონში, ალბერტაში. მისი პაპა ვერონ სმითი, რომლის ინიციატივითაც ბავშვს მაკ დემარკო დაერქვა, ალბერტას რკინიგზისა და ტელეფონების ყოფილი მინისტრი იყო. მას შემდეგ, რაც მამამისმა იგი მიატოვა და უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე, დედამ, აგნეს დემარკომ, მოგვიანებით ბავშვს სახელი შეუცვალა და დაარქვა მაკბრაიარ სემიუელ ლანიონ დემარკო, რა დროსაც იგი 4 წლის იყო. დემარკო ასევე იტალიური წარმოშობისაა.

დემარკო მაკ-კერნანის სკოლაში სწავლობდა, რა დროსაც დაიწყო გიტარაზე დაკვრა, რაშიც ბებია ეხმარებოდა. სკოლის პერიოდში იგი რამდენიმე ჯგუფში იყო გაწევრიანებული, მათ შორის ინდი როკ-ჯგუფში „Meat Cleavers“, ალტერნატიულ R&B-ჯგუფში „Sound of Love“ და პოსტპანკ-ჯგუფ „Outdoor Miners“-ში. მან სიგარეტის მოწევა ადრეული ასაკიდან დაიწყო , რაც მისი იმიჯის დიდი ნაწილი გახდა. 2023 წლის იანვარში კი თქვა, რომ აღარ ეწევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაკ_დემარკო“-დან