მაკ-მერდოს სრუტე
კოორდინატები: 77°30′00″ ს. გ. 165°00′00″ ა. გ. / 77.50000° ს. გ. 165.00000° ა. გ.
მაკ-მერდოს სრუტე (ინგლ. McMurdo Sound) — სრუტე ანტარქტიდაში, რომლის ყინულით დაფარული წყლებიც იჭიმება 55 კმ-ზე სიგრძესა და სიგანეში. ჩრდილოეთიდან სრუტე ჩაედინება როსის ზღვაში. სრუტის დასავლეთ სანაპიროზე აღმართულია სამეფო საზოგადოების ქედი, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 4205 მეტრია, სამხრეთიდან კი სრუტე მთავრდება მაკ-მერდოს შელფური მყინვარით. აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს როსის კუნძული — მრავალი ადრეული ანტარქტიკული ექსპედიციის გასაგზავნი წერტილი. კუნძულზე მდებარეობს მოქმედი ვულკანი ერებუსი, რომლის სიმაღლეც 3794 მეტრია, სამხრეთ მხარეს კი განლაგებულია ანტარქტიდის უდიდესი სამეცნიერო ბაზები: მაკ-მერდოს ბაზა (აშშ) და სკოტ-ბეისი (ახალი ზელანდია). მაკ-მერდოს სრუტის სანაპირო ზოლის 10% ყინულისგან თავისუფალია[1]. სრუტე მდებარეობს სამხრეთ პოლუსიდან 1300 კმ-ში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Christine Elliott (May, 2005). „Antarctica, Scott Base and its environs“. New Zealand Geographer. 61 (1): 68–76. doi:10.1111/j.1745-7939.2005.00005.x. ციტირების თარიღი: 2007-05-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)