მაკ-კლურის სრუტე
მაკ-კლურის სრუტე — სრუტე კანადის არქტიკულ არქიპელაგში, ბანქსის, პრინს-პატრიკისა და მელვილის კუნძულებს შორის. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიგანე 88-140 კილომეტრი, სიღრმე 300 მეტრზე მეტი, მაქსიმალური 472 მეტრი. მთელი წლის მანძილზე ყინულით არის დაფარული. ნაოსნობა შესაძლებელია ყინულმჭრელების მეშვეობით აგვისტო-სექტემბერში. სახელი ეწოდა არქტიკის მკვლევარ რობერტ მაკ-კლურის პატივსაცემად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 375.