მაკა მიქელაძე (დ. 23 აგვისტო, 1964, თბილისი) — ქართველი ექიმი, მწერალი და ჟურნალისტი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი (2011).

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაკა მიქელაძე დაიბადა 1964 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ თბილისში.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით 1989 წელს. მუშაობდა ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შემდეგ რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1986-1991 წლებში მოდელად სააგენტო „ნოემა“-ში, შემდგომ ტატიშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში „ნაუტილუსი“ ფსიქოთერაპევტად.

2011 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო პროზაული კრებულისათვის „მე და ჩემი კუსტურიცა“. 1996 წელს მიიღო პრიზი ჟურნალისტიკაში, საუკეთესო მოთხრობისათვის „ჩემი ქალაქი“. მიღებული აქვს აგრეთვე პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის ფილმ „ლეონარდო“-ში მონაწილეობისათვის.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ათი ქართული მოთხრობა : ორი ავტორის რომანი (ავტორი). - თბილისი, სტ. „გლობუსი“, 2010. - 127 გვ.. - ISBN: 978-9941-0-2399-6
  • Flash! : მოთხრობების კრებული (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2003. - 170 გვ.. - ISBN: 99940-15-88-5
  • ოცდამეცამეტე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, პაატა ნაცვლიშვილის გამ-ბა, 2000. - 32 გვ.. - ISBN: 99928-66-09-8
  • ქალი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, პაატა ნაცვლიშვილის გამ-ბა, 2000. - 32 გვ.. - ISBN: 99928-66-10-1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება