მაკა ბატიაშვილი
ბიოგრაფია
რედაქტირება1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ძირითადად მუშაობს გრაფიკასა და ფერწერაში, არის არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიდერლანდებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ლიტვასა და გერმანიაში. თბილისში მის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გალერეები მასპინძლობდნენ. მაკა ბატიაშვილი მუშაობს ფერწერის, გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციების, ვიდეო არტის, დოკუმენტური კინოს სფეროში.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
- 2015 – სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო;
- 2015 - ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი;
- 2013 - არუნდელის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი;
- 2012 - ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა;
- 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისი, საქართველო;
- 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია;
- 2014-2016 - Contemporary Istanbul Art Fair, სტამბოლი, თურქეთი;
- 2016 - Kyiv Art Week, კიევი, უკრაინა;
- 2015 - START Art Fair, Saatchi Gallery, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.