მაკარი (მალეტიჩი)
მაკარი (მალეტიჩი) (ერისკაცობაში — მიკოლა ივანეს ძე მალევიჩი, უკრ. Митрополит Макарій, Микола Іванович Малетич; დ. 1 ოქტომბერი, 1944,ტურკის რაიონი, ლვოვის ოლქი, უკრაინა) — უკრაინელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური.
მაკარი (მალეტიჩი) | ||
| ||
---|---|---|
4 ივნისი, 2015 — 15 დეკემბერი, 2018 | ||
ეკლესია: | კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია | |
წინამორბედი: | მეფოდი (კუდრიაკოვი) | |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა | |
დაბადების სახელი: | მიკოლა ივანეს ძე მალევიჩი | |
დაბადება: | 1 ოქტომბერი, 1944 ტურკის რაიონი, ლვოვის ოლქი, უკრაინა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი მაკარი (მალეტიჩი) დაიბადა 1944 წლის 1 ოქტომბერს სოფელ კრასნოიში, მშობლიურ სოფელში რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო ფერმაში. 1975 წელს ის შევიდა ოდესის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ რელიგიური საკითხების კომისრის ბრძანებით გააძევეს, რის შემდეგაც ქალაქ გორლოვკას ეკლესიაში დონეცკის მხარეში მედავითნედ მსახურობდა. მალევე ხელი დაასხეს დიაკვნად და მღვდლად, რის შემდეგაც დაინიშნა ქალაქ კონსტანტინოვის ტაძარში. 1982 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ იგი მსახურობდა უკრაინულ ეგზარქატის ლუგანსკის, როსტოვისა და ლვოვის ეპარქიებში. 1993 წელს, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის შეუერთდა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას (УАПЦ). 1996 წლის 3 ნოემბერს, პატრიარქმა დიმიტრიმ, მთავარეპისკოპოს იგორის (ისიჩენკო) და მეთოდის (კუდრიკოვის) თანამწირველობით, მას ლვოვის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. 2011 წელს ეპისკოპოსთა საბჭომ მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა.[1]
2015 წლის 27 თებერვლიდან, УАПЦ-ს ხელმძღვანელობდა როგორც მოსაყდრე, 4 ივნისს, ადგილობრივ კრებამ აირჩია კიევის მიტროპოლიტად. 2018 წლის 9-11 ოქტომბერს გამართულ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კიევის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური, მაკარი (მელეტიჩი) გაანთავისუფლდა მოსკოვის საპატრიარქოს წმიდა სინოდის ანათემისგან და მათ დაქვემდებარებაში მყოფ იერარქებთან და სამღვდელო დასთან ერთად აღადგინეს სასულიერო წოდებებში. მათი კრებული გამოცხადებული იქნა კანონიკურ ეკლესიად.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 2018-10-26.
- ↑ კონსტანტინოპოლმა უკრაინელი იერარქები და მრევლი კანონიკურ სტატუსში აღადგინა