მაკაის ტბა (ინგლ. Lake Mackay) — მარილიანი ტბა დასავლეთ ავსტრალიაში. თანამგზავრული გამოსახულება[1] ნათლად უჩვენებს მშრალი უბნების არსებობას დიდი ქვიშიანი უდაბნოს, გიბსონის უდაბნოსა და ტანამის უდაბნოებში. ტბის თითქმის 2/3 მოთავსებულია დასავლეთ ავსტრალიაში, დანარჩენი ნაწილი კი ჩრდილოეთ ტერიტორიაზეა.

მაკაის ტბა
მაკაის ტბა (სატელიტური ფოტო)
მაკაის ტბა (სატელიტური ფოტო)
კოორდინატები: 22°30′00″ ს. გ. 128°35′00″ ა. გ. / 22.50000° ს. გ. 128.58333° ა. გ. / -22.50000; 128.58333
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ფართობი 3,494 კმ²
მაკაის ტბა — ავსტრალია
მაკაის ტბა

მაკაის ტბა ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ და დასავლეთიდან-აღმოსავლეთისაკენ ფარავს დაახლოებით 100 კმ-ს. ზედაპირის ფართობი აღწევს 3,494 კმ²-ს, და ამრიგად წარმოადგენს დასავლეთ ავსტრალიის უდიდეს ტბას. ფოტოსურათზე არსებული უფრო ბნელი უბნები მიუთითებს უდაბურ მცენარეულობას ან ზღვის წყალმცენარეებს. ასეთი არიდული ჰავის პირობებში მარილები და სხვა მინერალები კაპილარული აქტიურობის ხარჯზე ამოდიან ზედაპირზე, რომელიც აორთქლებით არის გამოწვეული. აქედან ტბის ზედაპირზე ჩნდება რეფლექსური თეთრი ზედაპირები. მიუხედავად იმისა, რომ ტბის დიდი ნაწილი დამშრალია, მისი ცალკეული მონაკვეთები დიდი სიღრმეებით ხასიათდება. ბევრია კუნძული, განსაკუთრებით ტბის დასავლეთ ნაწილში.

სახელი ეწოდა ევროპელი მკვლევარის დონალდ ჯორჯ მაკაის პატივსაცემად, რომელიც ამ რაიონებში კვლევებს აწარმოებდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება