მაინის ფრანკფურტის მეტროპოლიტენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაინის ფრანკფურტის მეტროპოლიტენი (გერმ. U-Bahn Frankfurt) — შედგება 7 ხაზისგან U1 — U7. თავისი არსით სისტემა არის შტადტბანი (ან ჩქაროსნული ტრამვაი): რიგ ადგილებში, ტრამვაის გზები გადატანილია მიწისქვეშ, ზოგან კი - მოშორებულია მანქანების ნაკადს. ხაზზე U4 დღემდე შემორჩენილია რეგიონი, სადაც რელსები დაგებულია შეერთებულ მონაკვეთზე და მგზავრთა გადმოსხმა, 2 სადგურზე, პირდაპირ სავალ ნაწილზე ხდება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველა ხაზი მიწისქვეშაა, გარე უბნებში ხაზი გარეთ გამოდის და მატარებლები ქუჩებში მოძრაობენ. მეტროს ხაზები (უკვე მიწაზე) სცილდება ფრანკფურტის საზღვრებს და მიდის ქალაქებამდე ბად-ჰომბურგი და ობერურზელი.

სადგურ ბორნგეიმ-მიტეზე მიმავალი მატარებელი

მეტროს მუშაობას ხელმძღვანელობს ორგანიზაცია VGF (გერმ. Stadtwerke Verkehrsgesellschaft Frankfurt am Main mbH).

ხაზები იყოფა 3 ჯგუფად: A (U1, U2, U3), B/D (U4, U5) და С (U6, U7). სულ არის 27 მიწისქვეშა და 58 მიწაზე არსებული სადგური. ხაზთა საერთო სიგრძეა - 60 კმ.. 2000 წელს მგზავრთა წლიურმა ნაკადმა შეადგინა 94 მლნ. ადამიანი.

ხაზებზე U4, U5, U6 და U7 გამოიყენება ტრამვაის მსგავსი ვაგონები.

 
ფრანკფურტის მეტროს ხაზთა სქემა

დღეისათვის ფრანკფურტის მეტროს გააჩნია 7 ხაზი.

საწყისი და ბოლო სადგურები

რედაქტირება
ხაზი მარშრუტი
U1 GinnheimSüdbahnhof
U2 GonzenheimSüdbahnhof
U3 HohemarkSüdbahnhof
U4 Seckbacher LandstraßeBornheim-Mitte
U5 PreungesheimHauptbahnhof
U6 HeerstraßeOstbahnhof
U7 HausenEnkheim

ხაზები ჯგუფების მიხედვით

რედაქტირება
ხაზთა ჯგუფი ხაზები ექსპლუატაციის დაწყება სიგრძე სადგურთა რაოდენობა
ჯგუფიа «А» U1     U2     U3 1968 - 1984 31,1 კმ. 34
ჯგუფი «B/D» U4         U5 1974 - 2001 13,8 კმ. 25
ჯგუფი «C» U6         U7 1986 - 1999 14,1 კმ. 26

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება