მაიკლ რედგრეივი
მაიკლ რედგრეივი (ინგლ. Michael Redgrave; დ. 20 მარტი, 1908, ბრისტოლი — გ. 21 მარტი, 1985) — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი.
1931-1934 წლებში მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1934 წლიდან იყო პროფესიონალი მსახიობი. მუშაობდა ლივერპულის და ლონდონის თეატრებში. 1938 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს მრავალი როლი. დადგმული აქვს შექსპირის, ტურგენევის პიესები, ოპერები. იყო სცენური რეალიზმის და სტანისლავსკის სისტემის მიმდევარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 328.