ჯეიმზ მაიკლ იმპერიოლი (დ. 26 მარტი, 1966) — იტალიელ-ამერიკელი მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია „სოპრანოს კლანში“ შესრულებული კრისტოფერ მოლტისანტის როლით, რომლისთვისაც მსახიობმა ემის ჯილდო მიიღო დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის.[1] 2008 წელს დაწერა და გადაიღო თავისი პირველი მხატვრული ფილმი „მშიერი მოჩვენებები“.[2] იმპერიოლიმ 2015 წელს ითამაშა „ცოფიან ძაღლებში“.[3]

მაიკლ იმპერიოლი
MichaelImperioliFeb05.jpg
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1966 (1966-03-26) (55 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მსახიობი, მწერალი, რეჟისორი
მეუღლე(ები) ვიქტორია იმპერიოლი
შვილ(ებ)ი ვადიმ იმპერიოლი, დავიდ იმპერიოლი

ახალგაზრდობარედაქტირება

იმპერიოლის დაბადების სახელია ჯეიმზ მაიკლ იმპერიოლი. დაიბადა ნიუ-იორკში, 1966 წლის 26 მარტს. მისი კინემატოგრაფიული მოღვაწეობა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 1990 წელს, რამაც მას აღიარება მოუტანა, იყო მარტინ სკორსეზეს ფილმი „დიდებული ბიჭები“ (Goodfellas), სადაც მან სპაიდერის როლი შეასრულა.[4] მუშაობდა მთელი 1990-იანი წლების ნიუ-იორკის დამოუკიდებელ კინოინდუსტრიაში, განსაკუთრებით სპაიკ ლის ფილმებში: „ჯუნგლების ციებ–ცხელება“ (1991), „მალკოლმ X“ (1992), „გამსაღებლები“ (1995) და „სემის ზაფხული“ (1999). 90-იანი წლების შუა პერიოდში ასევე მონაწილეობდა ჰოლივუდის ფილმებში: „ცუდი ბიჭები“ (1995) და „მარტოხელა“ (1996).[5]

ჯილდოებირედაქტირება

  • 2000 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2001 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2002 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2003 წელს ემის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2003 წელს ოქროს გლობუსის ნომინანტი.
  • 2004 წელს ემის ჯილდოს გამარჯვებული.
  • 2004 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2005 წელს ოქროს გლობუსის ნომინანტი.
  • 2006 წელს ემის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2006 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2007 წელს ემის ჯილდოს ნომინანტი.
  • 2007 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებული.
  • 2008 წელს ოქროს ნიმფას ნომინანტი.
  • 2010 წელს ოქოს დერბის სატელევიზიო ჯილდოს ნომინანტი.
  • 2019 წელს ოქროს გლობუსის ნომინანტი.
  • 2019 წელს პორტუგალიის კინოაკადემიის სოფიას პრემიის ნომინანტი.[6][7]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება