მაია ოკუჯავა
მაია ოკუჯავა (დ. 15 სექტემბერი, 1966, ბათუმი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
მაია ოკუჯავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1966 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1992–1994 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994–1995 წლებში თერაპიის სამეცნიერო კვლევით უნივერსიტეტტთან არსებული სამეცნიერო სადისერტაციო საბჭოს მდივანი; 1998 წლიდან არის „ტასისის“ სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მენეჯმენტის პროგრამის ექსპერტ-კონსულტანტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს“ ეგიდით გაიარა საავადმყოფოთა ადმინისტრაციების კურსები იაპონიის „ჯანდაცვის ორგანიზაციის ეროვნულ უნივერსიტეტში“.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1993 წელს „დილზემის მოქმედების მექანიზმები, ექსპერიმენტული შესწავლა და ამ პრეპარატით მკურნალობის ოპტიმიზაციის ზოგიერთი კლინიკურ ფარმაკოლოგიური ასპექტი“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
- საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება, წევრი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 228