მაია მაჭავარიანი (დ. 28 ოქტომბერი, 1926, თბილისი — გ. 16 ოქტომბერი, 2016) — ქართველი ენათმეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

მაია მაჭავარიანი
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1926 (1926-10-28) (98 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 2016 (89 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების განხრით.

1952 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, 1956 წლიდან კი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წლიდან მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგედ. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორი), ენათმეცნიერების დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრებულის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება