ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაია გაბრიჩიძე (დ. 28 ივნისი, 1966, თბილისი) — ქართველი მეცნიერი,ქიმიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1990 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი ინჟინერი-ქიმიკოს-მკლევარის კვალიფიკაციით,1994 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1995–2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოროზიის წინააღმდეგ ბრძოლის რესპუბლიკური ცენტრის მეცნიერ – მუშაკი, 2007–2009 წლებში შპს „მაკოტო“–სთან არსებული ცენტრის ხელმძღვანელი, 2009–2011 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (11.02.2009). მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის მონაწილე. კოროზიონისტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის დეპარტამენტის ვებგვერდი: gtu.ge

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_გაბრიჩიძე“-დან