მათიას თეოდორ ფოგტი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მათიას თეოდორ ფოგტი}} |
მათიას თეოდორ ფოგტი (დ. 5 მაისი, 1959, რომი) — გერმანელი ისტორიკოსი და მუსიკათმცოდნე. ის არის ავტორი მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა. 1992/1995 წლებში ფოგტმა განავითარა კანონის ახალი კონცეფცია საქსონიის კულტურული სექტორისთვის. 1997 წლიდან ის არის კულტურის პოლიტიკის და კულტურის ისტორიის პროფესორი ციტაუ/გერლიცის უნივერსიტეტში. ამჟამად, მუშაობს მენეჯმენტის და კულტურის კვლევების ფაკულტეტზე. 1994 წლიდან ფოგტი არის საქსონიის (გორლიცი, გერმანია) კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის (გერმ. Institut für kulturelle Infrastruktur Sachsen) დამფუძნებელი და დირექტორი. მან შეისწავლა თეატრმცოდნეობა, ფილოსოფია, გერმანისტიკა და მუსიკათმცოდნეობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1990 წლიდან იკვლევს ისეთ საკითხებს როგორიცაა, ევროპის კულტურის ტრანსფორმაცია და ასევე კულტურის ეკონომიკა და პოლიტიკა. პროფ. ფოგტს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის ბერლინში, ბრიუსელში, ფრანკფურტში, ნიუ-იორკში, ოქსფორდში, ვენაში, ტოკიოში და ასევე კულტურის განვითარების კუთხით იგი თანამშრომლობს ბევრ ორგანიზაციებთან, იუნესკოს ხელმძღვანელობით. ფოგტი ევროპაში (განსაკუთრებით გერმანიაში) ითვლება, როგორც ინოვაციური რეფორმატორი, კულტურის გამოჩენილი ანიმატორი (მხატვარი-მულტიპლიკატორი), რომელიც მუშაობს გერმანიის მთავრობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე იგი მსოფლიოში ცნობილი ლექტორია.
2014 წელს მას გადაეცა პოლონეთის რესპუბლიკის საპატიო ორდენი მისი შეტანილი წვლილისათვის გერმანიისა და პოლონეთის თანამშრომლობაში. ის არის კათოლიციზმის მიმდევარი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
2016 წლის ნოემბერში ფოგტის კანდიდატურა წარდგენილი იყო პრეზიდენტის პოსტზე, როგორც იოახიმ გაუკის მონაცვლე.
ბიოგრაფია
რედაქტირებამათიას თეოდორ ფოგტი გაიზარდა ფრაიბურგის მახლობლად. ის არის თეოდორ სპირას (1885-1961) შვილიშვილი, რომელიც სოციალისტებმა გააძევეს კიონისბეგის უნივერსიტეტიდან.
ხუთი წლის ასაკიდან მათიას თეოდორ ფოგტი სწავლობდა ფლეიტაზე დაკვრას. 1971 წლიდან ფოგტი სწავლობდა ვიოლონჩელზე დაკვრას ბაზელის კონსერვატორიაში ნიკოლაუს ულენხუთთან, მოგვიანებით კი ათის თაიჰმანესთან ფრაიბურგში, ხოლო ზოგიერთ კომპოზიციებს ასრულებდა ლუიჯი ნონოს და ჰანს-პიტერ ჰალლერის ხელმძღვანელობით.
სკოლის დამთავრების შემდეგ ფოგტი სწავლობდა თეატრმცოდნეობის, ფილოსოფიის, მუსიკათმცოდნეობის და გერმანისტიკის ფაკულტეტებზე, კერძოდ კი მიუნხენში (ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში), პარიზში და ბერლინში (ტექნიკურ უნივერსიტეტში). მიუნხენში სწავლილას ის იყო ჰანს ლამის პირადი ასისტენტი, რომელიც ისრაელის კულტურულ საზოგადოებას მიუნხენსა და ზემო ბავარიაში ხელმძრვანელობდა. 1983 წელს მან მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში კლაუს ლაზაროვიჩის და სუსანა ვილის ხელმძღვანელობით. 1988 წელს ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში ფოგტს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხის წოდება, ცნობილი მუსიკათმცოდნე - კარლ დაჰლჰაუსის ხელმძღვანელობით, ხოლო 2008 წელს მან მისი დოქტორის აკადემიური ხარისხი ჰაბილიტაციით „Dr. phil.“ აიმაღლა.
1983 წლიდან მ. თ. ფოგტი კითხულობს მოხსენებებს და ლექციებს გერნამულ, ინგლისურ, ფრანგულ, და იტალიურ ენებზე. იგი ლექციებს კითხულობდა, როგორც მოწვეული პროფესორი ევროპის უნივერსიტეტებში, იაპონიაში, აშშ-ში და საქართველოში.
1979/1985 წლებში ის ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს გერმანიის, ავსტრიისა და საფრანგეთის სხცანასხვა ჟურნალებში.
1986/1989 წლებში მ. თ. ფოგტი ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბაიროიტის ფესტივალზე (Bayreuth Festival). მან დასაბეჭდად მოამზადა ასევე ამავე პრესტიჟული ფესტივალის პროგრამის წიგნი.
მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მ.თ. ფოგტი მუშაობდა მნიშვნელოვან მუსიკალურ ივენთებზე ვენის სახელმწიფო ოპერაში, ზალცბურგის ფესტივალზე, მილანის ლა სკალას თეატრში, მათ შორის ვენეციის ბიენალე, შატლეს თეატრი პარიზში, მოსკოვის სახელმწიფო თეატრი, რუსეთის ნაციონალური თეატრი და რომის თეატრში. როგორც მუსიკოსი და მუსიკათმცოდნე, მისის ყურადღება ორიენტირებულია თანამედროვე მუსიკაზე და მუსიკის როლზე, როგორც თეატრში ისე ოპერაში. იგი თანამშრომლობდა ლუიჯი ნონოსთან, ლუჩიანო ბერიოსთან და კარლჰეინც შტოკჰაუზენთან მსოფლიო პრემიერებზე „პრომეთე“, „Un Re in Ascolto“, „Samstag aus Licht“.
1994 წელს მათიას თეოდორ ფოგტმა და სახელმწიფო მინისტრმა ჰანს იოახიმ მაიერმა ერთობლივად დააარსეს საქსონიის კულტურული ინფრასტრუკტურის ინსტიტუტი (გერმანლად: Institut für kulturelle Infrastruktur Sachsen), რომელსაც ფოგტი დღემდე ხელმძღვანელობს. 1999 წლიდან ამ ინსტიტუტის შტაბ-ბინა მდებარეობს Klingewalde სასახლეში, გორლიცის მახლობლად. ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მაგალითად Freya von Moltke, Yehudi Menuhin და Krzysztof Penderecki. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არის დიტერ ბინგენი, გერმანულ-პოლონური უნივერსიტეტის დირექტორი.
1997 წლიდან მათიას თეოდორ ფოგტი არის კულტურის პოლიტიკისა და ისტორიის პროფესორი ციტაუ/გორლიცის უნივერსიტეტში. ფოგტი ასევე ასწავლიდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში: 2002/2010 კარლის სახელობის უნივერსიტეტი პრაღაში, 2013 ვროცლავის უნივერსიტეტი, 2009 სანიოს უნივერსიტეტი, 2012 კრაკოვის უნივერსიტეტი, ხოლო 2012/2014 წლებში ვენის უნივერსიტეტი.
1997 წელს იუნესკოს გენერალური დირექტორის Federico Mayor პატრონაჟით ფოგტმა დააარსა ახალი სასწავლო პროგრამა - კულტურა და მენეჯმენტი (B.A./M.A.), საქსონიის (ციტაუ/გორლიცის) კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის პასუხილმგებლობით. სასწავლო მოდული მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს როგორც კულტურის კვლევები, ასევე ეკონომიკის და კონკრეულად კი ფოკუსირდება ცენტრალური ევროპის საკითხებზე
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირებამათიას თეოდორ ფოგტი არის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სოციალური ფრთის წევრი, შესაბამისად აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიული პარტიის საქმიანობაში.
კულტურული მოღვაწეობა
რედაქტირებამათიას-თეოდორ ფოგტის ყველაზე შესანიშნავი მიღწევა იყო კანონში ახალი სისტემის განვითარება, რომელიც კულტურის სექტორის ფინანსურად გაძლიერებას ისახავს მიხნად. იგი კულტურის სექტორში კანონის ახალი კონცეფციის ავტორია საქსონიაში. ამ ღონისძიებამ გაუმჯობესა გერმანიის კულტურული ინსტიტუციების დაფინანსება, შემდგომ გერმანიის წარმომადგენელთა პალატამ ეს მოდელი შესთავაზეს სხვა ქვეყნებს.
როგორც მეცნიერი ფოგტი იკვლევს ევროპის კულტურის ისტორიას, განსაკუთრებით კულტურული ტრანსფორმაციების პროცესებს და კულტურის პოლიტიკის საკითხებს. მის ძირითადი ინტერესს წარმოადგენს კულტურის პოლიტიკის კვლევის მეთოდოლოგიური ასპექტები. კვლევის სხვა სფეროა ეროვნული უმცირესობები.
90-იანი წლების დასაწყისში და დღემდე ფოგტი აშენებს კულტურის მენეჯმენტის ევროპულ ქსელს, რომელიც ამჟამად მოიცავს უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, იტალიაში, საფრანგეთშის, ჩეხეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ფინეთში, რუსეთში, შვედეთში, ბულგარეთში, იაპონიასა და საქართველოში.
28.05 – 01.06. 2012 წ. გორლიცში გაიმართა მე-15 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია. ევროპის ქვეყნებში ფოგტი არაერთი კვლევის და სამეცნიერო პროექტის ავტორია. დღეისათვის იგი მუშაობს მრავალეროვნულ კვლევის პროექტზე „Brain Gain for Middle Size Cities“. ასევე ფოგტი იმ საზოგადოების პრეზიდენტია, რომელიც ჯილდოებს გადასცემს კულრუტული განსხვავებების და ინტერნაციონალური მუშაობისთვის გამოჩენილ მოღვაწეებს. გამარჯებულებს შორის არიან: ფრეია ვონ მოტკე, ვლადისლავ ბარტოზევსკი, ნორმან დეივისი, ფრიც სტერნი და ტედიუს მაზოვიჩი.
მან გადაწყვიტა თავისი კარიერა მიუძღვნას კულტურის მხარდაჭერას. როგორც ცნობილი სპეციალისტი, იგი აწყობს სტუდენტებისთვის ღონისძიებებს და კონფერენციებს, როგორიცაა ახალგაზრდა მუსიკოსების შეხვედრები ამ სფეროს პროფესიონალებთან (საერთაშორისო ხელოვნების საზაფხულო სკოლა).
მათიას თეოდორ ფოგტი არის 400-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და გამომცემელი.