მადრე-დე-დიოსის პროვინცია

მადრე-დე-დიოსი — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა მდინარე მადრე-დე-დიოსისგან, რომელზეც პროვინციის ჩრდილოეთ საზღვარი გადის. მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობში და ესაზღვრება ლა-პასისა და ბენის დეპარტამენტებს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 390 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 150 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 10 879 კმ²-ია.

პროვინცია
მადრე-დე-დიოსის პროვინცია
Provincia Madre de Dios
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 11°50′00″ ს. გ. 67°10′00″ დ. გ. / 11.83333° ს. გ. 67.16667° დ. გ. / -11.83333; -67.16667
ფართობი 10 879 კმ²
მოსახლეობა 9 521 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 0.9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)

მოსახლეობა

რედაქტირება

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა 50%-ზე მეტით გაიზარდა. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 9 521 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 12 290 უნდა გამხდარიყო.

 
მდინარე მადრე-დე-დიოსი
  • მოსახლეობის 49.8 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. (1992)
  • მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 99.3 % ესპანურად ლაპარაკობს; 0.7 % კეჩუაზე, 0.1 % აიმარაზე და 5.6 % სხვა ადგილობრივ ენებზე (1992)
  • მოსახლეობის 94.7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 71.8 %-ს სასმელი წყალი. (1992)
  • წერა-კითხვის მცოდნეა 82.4 % (1992)
  • მორწმუნეთა 80.2 % კათოლიკეა, 18.8 % პროტესტანტი. (1992)

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია პუერტო-გონსალეს-მორენო.


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება