ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მადლენ ბრესი (ფრანგ. Madeleine Brès,  დაბ. ჟებლენი (Gebelin), დ. 25 ნოემბერი, 1842, ბუიარი —  გ. 30 ნოემბერი, 1921, მონტრუჟი) —  ფრანგი ექიმი; პირველი ფრანგი ქალი, რომელიც დოქტორის ხარისხის მფლობელი გახდა მედიცინის დარგში.[1]

მადლენ ბრესი
მშობლიური სახელი Madeleine Brès
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1842
ბუიარგი
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 1921 (79 წლის)
მონრუჟი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
პროფესია მედიცინა
წოდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ექიმი (1885)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მადლენმა 1895 წლის 1 აპრილს  "სამედიცინო ქრონიკაში"  განაცხადა, რომ მისი ინტერესი მედიცინისადმი ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. მისი მამა  ხელოსანი გახლდათ,  რომელიც პერიოდულად მუშაობდა ნიმის საავადმყოფოში. პატარა გოგონა ხშირად თან ახლდა მამას. ნიმის საავადმყოფოში მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ერთი მონაზონი, რომელმაც ასწავლა მცენარეული ჩაის და ნახარშების მომზადება.

მადლენი თორმეტი წლის იყო, როცა ჟებლენების ოჯახი პარიზში გაემგზავრა. იმდროინდელი ჩვეულებისამებრ, მადლენი საკმაოდ ახალგაზრდა, თხუთმეტი წლის ასაკში გაათხოვეს ტრამვაის კონდუქტორზე. მან მიიღო მეუღლის გვარი ბრესი.[2]

1866 წელს მადლენ ბრესმა მიმართა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანს, ჩარლზ ადოლფ ვურცს, თხოვნით, რომ მიეღოთ სასწავლებლად. დეკანი დათანხმდა იმ პირობით, რომ მადლენი ბაკალავრის ხარისხის მფლობელი გახდებოდა, რაც სამი წლის შემდეგ მოახერხა კიდეც. დიპლომის მისაღებად საჭირო იყო ქმრის თანხმობა, რადგან დაქორწინებული ქალები, მაშინდელი საფრანგეთის კანონმდებლობით, შეზღუდულები იყვნენ საკუთარ უფლებებში.[3]

იმ დროისთვის მადლენი 26 წლის იყო და სამი შვილი ჰყავდა. ბრესმა კვლავ წარუდგინა თავი დეკანს და განაცხადა, რომ ახლა სამედიცინო კურსზე მის მიღებისთვის არანაირი ბარიერი არ არსებობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამი უცხოელი ქალბატონი: ამერიკელი მერი პუტნამი, რუსი კეტრინ გონჩაროვი და ინგლისელი  ელიზაბეტ გარეტ ანდერსონი ეროვნულდ დონეზე აღიარებული ექვივალენტური დიპლომების მფლობელები იყვნენ.[4]

მადლენ ბრესის მიღება სამედიცინო ფაკულტეტზე განსაკუთრებული მოვლენა იყო, რის  განსახორციელებლადაც მას დასჭირდა იმპერატრიცა ეუხენია დე მონტიხოს და სახალხო განათლების მინისტრს ვიქტორ დურუის მხარდაჭერა.

როდესაც საფრანგეთ-პრუსიის ომის დაიწყო,  საავადმყოფოს ექიმები ფრონტზე წავიდნენ, პროფესორ ბროკის წინადადებით, 1871 წლის ივლისამდე მადლენი მიიღეს  დროებითი სტაჟიორად.   ბრესმა გადაწყვიტა კარიერა გაეგრძელებინა საავადმყოფოში და გამოცდები ჩააბარა. პროფესორ ბროკის წახალისების მიუხედავად, საავადმყოფოს საზოგადოებრივი დახმარების დირექტორმა 1871 წლის 21 დეკემბერს მადლენი უარით გაისტუმრა.

საბოლოოდ, ბრესმა უარი თქვა საავადმყოფოში შემდგომ მუშაობაზე და გადაწყვიტა პედიატრი გამხდარიყო.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მადლენ ბრესი გახლდათ ჰიგიენის პროფესორი და ლექციებს ატარებდა პარიზის საბავშვო ბაღების დირექტორებისთვის. იგი ხელმძღვანელობდა ჟურნალს Women's and Children's Hygiene, იყო რამდენიმე წიგნის ავტორი ბავშვთა მოვლის შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით  გაემგზავრა შვეიცარიაში  ბაგა-ბაღის ორგანიზებისა და ფუნქციონირების შესასწავლად. 1893 წლის 28 მაისს პირველი პარიზის ბაგა-ბაღი გახსნა თეოფილ რუსელმა Rue Nollet-ზე, Batignolles-ის კვარტალში.[5][6]

მადლენ ბრესი გარდაიცვალა სიღარიბეში 79 წლის ასაკში.

მადლენ ბრესის სახელს ატარებს მონპელიეს რამდენიმე სკოლა და ბაგა-ბაღი, ასევე გეოგრაფიული ობიექტები პერპინიანში და პლაიზირში, არგენტეს ჰოსპიტალური ცენტრის პავილიონი (ვალ-დ'უაზის განყოფილება), რომელიც გაიხსნა 2013 წელს.[7][8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Portraits de médecins : Madeleine Brès
  • " Mme Brès (née Madeleine Gebelin) " in: Dictionnaire national des contemporains : contenant les notices des membres de l’Institut de France, du gouvernement et du parlement français, de l’Académie de médecine,Tome 4, sous la dir. de C.-E. Curinier, Office général d'éd. de librairie et d’impr. (Paris), 1899—1919, P., .
  • Un très beau portrait de Madeleine Brès dans le livre Femmes d’exception en Languedoc-Roussillon de Hubert Delobette, Le Papillon Rouge Éditeur, 2010. ISBN 978-2-917875-13-1
  • Jean-Louis Debré. Les oubliés de la République, Fayard (Paris) 2008, 320 pages, Extrait en ligne
  • Briquez, Cécile Lambert. Féminisation de la médecine de 1875 à 1945 Diss. 2012.
  1. "La Loi du 19 Ventôse an XI, texte fondateur et expédient provisoire". Académie nationale de médecine | Une institution dans son temps (ფრანგ.). 17 March 2003. Retrieved 2 May 2020.
  2. Broca cited by Schultze, Caroline, La femme médecin au XIXème siècle (Women doctors in the 19th century), Paris: Ollier-Henry, 1888. p. 19.
  3. Joël, Constance, Les filles d’Esculape (The daughters of Esculapius). Paris: Robert Laffont, 1988. p.110 sqq.
  4. Medical Society of the State of Pennsylvania (1921). Pennsylvania medical journal. Francis A. Countway Library of Medicine. Harrisburg, Pa. : Medical Society of the State of Pennsylvania.
  5. Recueil des lois et actes de l'instruction publique. Paris, France: Ministere de l'education Nationale, France. 1887. p. 528.
  6. "Vers des noms de rues féminins à Nantes !". Le Bonbon (in French). 6 March 2017. Retrieved 11 May 2020.
  7. Rue Madeleine Brès-Wiki.Gen.web www.francegenweb.org. Retrieved 11 May 2020.
  8. "Madeleine Brès' 177th Birthday". Google. 25 November 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მადლენ_ბრესი“-დან