მადისონ ბეილი
მადისონ ბეილი (ინგლ. Madison Bailey; დ. 29 იანვარი, 1999, კერნერსვილი, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ცნობილია კიარა "კი" კარერას როლის შესრულებისთვის Netflix-ის თინეიჯერულ დრამაში „გარე ნაპირი“.[1]
მადისონ ბეილი | |
---|---|
მადისონ ბეილი სტუმრად ჯენიფერ ჰუდსონის შოუ-ში 2023 წელს | |
დაბადების თარიღი |
29 იანვარი, 1999 კერნერსვილი, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ |
პროფესია | მსახიობი, მოდელი |
კარიერა
რედაქტირებამადისონს თავიდან სურდა, რომ მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ 15 წლის ასაკში მსახიობობასა და მოდელობაზე გადავიდა, რადგან სცენაზე ხალხის წინაშე გამოსვლის შიში ჰქონდა.[2] პროფესიონალური სამსახიობო კარიერა 2015-ში დაიწყო, როდესაც გამოჩნდა ტელესერიალებში „მისტერ მერსედესი“ და „კონსტანტინი“. 2018-ში გადაეცა ვენდი ჰერანდესის როლი, სამეცნიერო ფანტასტიკაში „შავი ელვა“, რომელსაც ასრულებდა 2 სეზონის განმავლობაში.
2020 წლიდან ის განასახიერებს კიარა "კი" კარერას Netflix-ის თინეიჯერულ დრამაში „გარე ნაპირი“.[3]