მადელაინ მაკდაეულ ბრეკინრიჯი

მადელაინ მაკდაუელ ბრეკინრიჯი (ინგლ. Madeline McDowell Breckinridge; დ. 20 მაისი, 1872 – გ. 25 ნოემბერი, 1920) — ქალთა საარჩევნო უფლებებების მოძრაობის ამერიკელი ლიდერი. დაქორწინდა დეშა ბრეკინრიჯზე, Lexington Herald-ის რედაქტორზე, რომელიც ემხრობოდა ქალთა უფლებებს. წამოიწყო პროგრესული რეფორმები სკოლაში სწავლისა და ბავშვთა შრომის კუთხით. მან დააარსა მრავალი სამოქალაქო ორგანიზაცია, მათ შორის კენტუკის ასოციაცია ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის. აღსანიშნავია, რომ თვითონაც ამ დაავადებით იტანჯებოდა. ხელმძღვანელობდა ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართული იყო ბავშვებისა და მოზარდებისთვის სამოდელო სკოლების, პარკებისა და დასასვენებელი ობიექტების პროგრამების დანერგვისკენ.

მადელაინ მაკდაეულ ბრეკინრიჯი

მადელაინ მაკდაუელ ბრეკინრიჯი 1900 წელს
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1872
კენტუკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 25 ნოემბერი, 1920 (48 წლის)
ლექსინგტონი, კენტუკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა სუფრაჟისტი, სოციალური რეფორმატორი
ნათესავები ჰენრი კლეი (დიდი ბაბუა)

თავიანთ წიგნში, კენტუკის ახალი ისტორია, ლოუელ ჰარისონი და ჯეიმზ კ. კლოტერი აცხადებენ, რომ ბრეკინრიჯი იყო ყველაზე გავლენიანი ქალი შტატში. მისი პორტრეტი გამოფენილია კენტუკის შტატის კაპიტოლიუმში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება
 
ბრეკინრიჯი სამუშაო მაგიდასთან

მადელაინ ბრეკინრიჯი დაიბადა ვუდლეიკში, კენტუკიში და გაიზარდა ეშლენდში,[1] ფერმაში, რომელიც შექმნილია მისი დიდი ბაბუის, მეცხრამეტე საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე ჰენრი კლეის მიერ.[2] მისი დედა იყო ჰენრი კლეი უმცროსის ქალიშვილი, ენ კლეი მაკდაუელი, ხოლო მამა იყო მაიორი ჰენრი კლეი მაკდაუელი, რომელიც მსახურობდა ამერიკის სამოქალაქო ომში. მათ შეიძინეს ეშლანდის სახლი 1882 წელს.

ის იყო შვიდი შვილიდან ერთ-ერთი. ჰყავდა ოთხი ძმა, ჰენრი კლეი, უილიამ ადერი, თომას კლეი და ბალარდი. მისი დები იყვნენ ნანეტა და ჯულია.[1] ძმა ჰენრი იყო ფედერალური მოსამართლე, ხოლო თომასი ცნობილი იყო ჯიშიანი სარბოლო ცხენების მწვრთნელობით, რომელმაც მოიგო 1902 წლის კენტუკის დერბი.[3]

ბრეკინრიჯი დოქტორ ეფრემ მაკდაუელის შვილიშვილი იყო.[4] მისმა შორეულმა ბიძაშვილმა, ლორა კლეიმ, 1888 წელს დააარსა კენტუკის თანაბარი უფლებების ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც მოგვიანებით ბრეკინრიჯი გახდა.

განათლება

რედაქტირება

მან განათლება მიიღო ლექსინგტონში, კენტუკიში, მის პორტერის სკოლაში. 1890 წლიდან 1894 წლამდე სწავლობდა სახელმწიფო კოლეჯში (ამჟამად კენტუკის უნივერსიტეტი).[5] კოლეჯის წლებში ავადმყოფობდა და ძვლის ტუბერკულოზის გამო ფეხის ამპუტანცია გახდა საჭირო.[6][7] წიგნის მიმოხილვებს წერდა Lexington Herald-ისთვის და სწავლობდა გერმანულ ფილოსოფიასა და ლიტერატურას სხვა „Fortnightly Club“-ის წევრებთან ერთად.[6]

ქორწინება

რედაქტირება

1898 წლის 17 ნოემბერს, მადელაინ მაკდაუელი დაქორწინდა დეშა ბრეკინრიჯზე, Lexington Herald-ის რედაქტორზე.[8] დეშა იყო ადვოკატის და სოციალური მუშაკის სოფონისბა ბრეკინრიჯის ძმა, რომელმაც დაწერა თავისი რძლის ბიოგრაფია სათაურით მადელაინ მაკდაუელ ბრეკინრიჯი: ლიდერი ახალ სამხრეთში.[9]

იგი 1903 და 1904 წლებში იყო დენვერის, კოლორადოს სანიტარიუმის პაციენტი.[6] დაახლოებით 1904 წელს, როდესაც 32 წლის იყო, მან ინსულტი გადაიტანა.[7]

სამოქალაქო საქმიანობა

რედაქტირება
 
დიქსი სელდენი, მადელაინ მაკდაეულ ბრეკინრიჯი, 1920, ლექსინგტონი, კენტუკი

1900 წელს მან მონაწილეობა მიიღო „ლექსინგტონის სამოქალაქო ლიგის“ შექმნაში,[10] რომელმაც შემდგომ შექმნა საჯარო საბავშვო ბაღები და პარკები.[6][11] იმავე წელს ბრეკინრიჯმა Associated Charities-ის დაარსებაშიც დიდი როლი ითამაშა. ბრეკენრიჯი იბრძოდა ისეთი კანონების ამოქმედებისთვის, რომლებიც შეეხებოდა ბავშვთა შრომის საკითხებს, სკოლაში სავალდებულო სიარულსა და შტატში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ლექსინგტონის სამოქალაქო ლიგის ძალისხმევით, მან დააარსა სოციალური დასახლება, რომელსაც დაერქვა ლინკოლნის სკოლა რობერტ ტოდ ლინკოლნისთვის, ტოდ ლინკოლნმა $30,000 გაიღო ამ პროექტისთვის. სკოლას, რომელიც გაიხსნა 1912 წელს, ჰქონდა საკლასო ოთახები ბავშვთა დღის და მოზრდილთა ღამის გაკვეთილებისთვის, საცურაო აუზები, გიმნაზია, სამრეცხაო, დურგლის მაღაზია და საკონსერვო ქარხანა. ის განკუთვნილი იყო ლექსინგტონის ღარიბი მოსახლეობისთვის, მათ შორის ირლანდიელი ემიგრანტების ნაკადისთვის, რომელთაგან ბევრი წერა-კითხვის უცოდინარი იყო.[6][11]

1905 წელს ბრეკინრიჯმა დაიწყო მუშაობა ლექსინგტონში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის მომსახურების მიწოდების გზების ძიებაზე. 1912 წელს დააარსა კენტუკის ასოციაცია ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის. წვლილი მიუძღვის ლექსინგტონში Blue Grass Sanitarium-ის ჩამოყალიბებაში.[11] ასევე მუშაობდა Fayette County Tuberculosis Association-თან, მსახურობდა სახელმწიფო კომისიაში 1916 წლამდე.[6]

ბრეკინრიჯი თავმჯდომარეობდა კენტუკის ქალთა კლუბების ფედერაციის საკანონმდებლო კომიტეტს 1908, 1910 და 1912 წლებში.

გარდაცვალება

რედაქტირება

მადელაინ ბრეკინრიჯს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, ჰქონდა ტუბერკულოზის დაავადება.[11] 1920 წელს, მადლიერების დღეს, 48 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მისი ნაშრომები ინახება კენტუკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში.[12]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Sophonisba Preston Breckenridge (1921). Madeline McDowell Breckinridge: A Leader in the New South. Chicago, Illinois: The University of Chicago Press, გვ. 10–12. ISBN 9780795007712.  თარგი:PD-notice
  2. Dr. Thomas D. Clark. Biographical sketch, Henry Clay. Ashland, the Henry Clay Estate. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 28, 2014. ციტირების თარიღი: November 13, 2014
  3. Richard Sowers (25 February 2014). The Kentucky Derby, Preakness and Belmont Stakes: A Comprehensive History. McFarland, გვ. 58. ISBN 978-0-7864-7698-5. 
  4. John Dean Wright (1982). Lexington: Heart of the Bluegrass. University Press of Kentucky, გვ. 138. ISBN 978-0-912839-06-6. 
  5. Sophonisba Preston Breckenridge (1921). Madeline McDowell Breckinridge: A Leader in the New South. Chicago, Illinois: The University of Chicago Press, გვ. 14, 15. ISBN 9780795007712.  თარგი:PD-notice
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Melba Porter Hay. რედ. John E. Kleber: The Kentucky Encyclopedia. University Press of Kentucky, გვ. 118–119. ISBN 978-0-8131-2883-2. 
  7. 7.0 7.1 (1 December 2009) A New History of Kentucky. University Press of Kentucky, გვ. 283. ISBN 978-0-8131-3708-7. 
  8. Sophonisba Preston Breckenridge (1921). Madeline McDowell Breckinridge: A Leader in the New South. Chicago, Illinois: The University of Chicago Press, გვ. 24. ISBN 9780795007712.  თარგი:PD-notice
  9. Sophonisba Preston Breckenridge (1921). Madeline McDowell Breckinridge: A Leader in the New South. Chicago, Illinois: The University of Chicago Press. ISBN 9780795007712.  თარგი:PD-notice
  10. Women in Kentucky - Reform: Madeline McDowell Breckenridge. Women in Kentucky. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 9, 2013. ციტირების თარიღი: თებერვალი 17, 2022.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 John Dean Wright (1982). Lexington: Heart of the Bluegrass. University Press of Kentucky, გვ. 139. ISBN 978-0-912839-06-6. 
  12. Madeline McDowell Breckinridge Papers, 1867, 1888-1923, 52M3. Special Collections, University of Kentucky Libraries. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 26, 2019. ციტირების თარიღი: თებერვალი 17, 2022.