მაგნიტური მომენტი
მაგნიტური მომენტი — ძირითადი ფიზიკური (ვექტორული) სიდიდე, რომელიც ახასიათებს ნივთიერების მაგნიტურ თვისებებს. ელექტრომაგნიტური მოვლენების კლასიკური თეორიის თანახმად მაგნეტიზმის წყაროა ელექტრული მაკრო- და მიკროდენები. მაგნეტიზმის ელემენტარული წყაროა ჩაკეტილი დენი. გამოითვლება ფორმულით:
სადაც — დენის სიმკვრივეა ელემენტის მოცულობაში, ხოლო — აღნიშნული ელემენტის მოცულობის რადიუს-ვექტორი.
მაგნიტური მომენტის განზომილების ერთეულია А⋅მ2, ან ვბ·მ, ან ჯ/ტლ (SI), ან ერგ/გს (CGS), 1 ერგ/გს = 10−3 ჯ/ტლ. ელემენტარული მაგნიტური მომენტის სპეციფიკურ ერთეულებს წარმოადგენს ბორის მაგნეტონი და ბირთვული მაგნეტონი.
ატომებისა და მოლეკულების მაგნიტურ მომენტს განაპირობებს ელექტრონთა სივრცითი მოძრაობა — ორბიტალური დენები (ელექტრონთა ორბიტული მაგნიტური მომენტები), ელექტრონთა იმპულსის საკუთარი მომენტის შესაბამისი სპინური მაგნიტური მომენტები, მოლეკულათა ბრუნვითი მოძრაობა (ბრუნვითი მაგნიტური მომენტი), აგრეთვე ატომბირთვების მაგნიტური მომენტები. ატომბირთვის მაგნიტური მომენტები რამდენიმე რიგით ნაკლებია ელექტრონის ორბიტულ და სპინურ მაგნიტურ მომენტზე.
სხეულის მაგნიტური მომენტი მისი შემადგენელი ნაწილაკების მაგნიტური მომენტების ელექტრული ჯამის ტოლია. ნივთიერების მაგნიტურ მომენტებს ჩვეულებრივ განსაზღვრავენ მოცულობის ერთეულის მიმართ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 334.