მაგინდანაოს ხოცვა-ჟლეტა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაგინდანაოს ხოცვა-ჟლეტა ეწოდება 2009 წლის 23 ნოემბერს ფილიპინებში, მაგინდანაოს პროვინციაში მომხდარ მასობრივ პოლიტიკურ მკვლელობას, რომელსაც ორმოცდასამი ადამიანი ემსხვერპლა[1] დაღუპულები იყვნენ ადგილობრივი პოლიტიკოსის, ქალაქ ბულუანის მერის, ისმაელ მანგუდადატუს ნათესავები და საარჩევნო შტაბის წევრები, ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, რომელსაც პროვინციის გუბერნატორის წინასაარჩევნო პროცესი უნდა გაეშუქებინათ. ისინი დახოცეს მანგუდადატუს პოლიტიკური მოწინააღმდეგის, დატუ ანდალ ამპატუანის მომხრეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, ასევე სამოქალაქო პირები.[2].

ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია აროიომ მაგინდანაოსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა[3]. ევროკავშირმა დაგმო მომხდარი და ფილიპინების მთავრობას შემთხვევის დაუყოვნებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები აცხადებენ, მომხდარმა შეიძლება ხელი შეუწყოს 2010 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას [4]